Thumbnail

საფეხბურთო აგენტმა თემურ ღურწკაიამ БИЗНЕС Online-ს განუცხადა, რომ 19 წლის ხვიჩა კვარაცხელია 15 მილიონ ევროზე მეტი ღირს...

ღურწკაია რუსულ ფეხბურთში 2000 წლიდან მოღვაწეობს, ის ძირითადად მოსკოვის სპარტაკთან არის დაკავშირებული. ღურწკაიამ მოსკოვის ლოკომოტივის დირექტორი ვასილი კიკნაძე კვარაცხელიას დაკარგვისთვის გააკრიტიკა:

სზონის ბოლოს ხვიჩა პრემიერ-ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო

თემურ ღურწკაია: კიკნაძემ ხვიჩა კვარაცხელია დაკარგა. ეს უკვე ერთი დიდი ნაკლია და სხვა მინუსების ჩამოთვლა არც არის საჭირო: უთანხმოებები ლოკომოტივის ფანებთან, სიომინის გაშვება. მან დაკარგა მოთამაშე, რომელიც უკვე გუნდში ჰყავდა, მოთამაშე, რომლის გაყიდვაც ყველაზე სარფიანად შეიძლებოდა. სამაგიეროდ კი გუნდში მურილიო და ჟოაო მარიო მიიყვანა. ამით კიკნაძემ აჩვენა, რომ არაფრის მაქნისია.

БИЗНЕС Online: რა იყო კვარაცხელიას ლოკომოტივიდან წასვლაში უცნაური?

ღურწკაია: ფეხბურთელი ნახევარი წელი გუნდში ირიცხებოდა და წავიდა უფრო დაბალი რანგის გუნდში. ის თამაშობდა ლოკომოტივში, ბრწყინავდა, ჩანდა, რისი შემძლებია, კლუბში ყველას უყვარდა. ის მირანჩუკებმაც კი მიიღეს. 

БИЗНЕС Online: რატომ გაუშვეს?

ღურწკაია: არ შეუძლიათ შეთანხმების მიღწევა.

БИЗНЕС Online: სიმართლეა თუ არა, თითქოს, მაშინ ხვიჩა 3 მილიონი ევრო ღირდა და აგენტსაც თანხა ეკუთვნოდა. ამიტომ დაიხია უკან კიკნაძემ...

ღურწკაია: დაახლოებით ასეა. მაგრამ მოდით აბა და შევთავაზოთ რუბინს 10 მილიონი ევრო კვარაცხელიაში, ერთ ადგილას გაგვაგზავნიან... რუბინის პრეზიდენტი რუსტემ საიმანოვი ამ თანხაზე არც კი დაგველაპარაკება. რა თქმა უნდა, ის 10 მილიონ ევროზე მეტი ღირს! ჩემი აზრით, 15 მილიონზე მეტიც. თუკი რუბინი ევროთასებზე მოხვდება, კვარაცხელიას ფასი კიდევ გაიზრდება. ის ხომ ჯერ 19 წლის არის! კვარაცხელია მოედანზე ყველაფერს აკეთებს, როგორ შეიძლებოდა ასეთი მოთამაშის გაშვება?

📺 ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო მომენტები

ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის რუბინში შარშან ზაფხულში, მოსკოვის ლოკომოტივიდან გადავიდა. 19 წლის ფეხბურთელმა რუსეთის პრემიერლიგის 27 მატჩში 3 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა. შეგახსენებთ, რომ მას რუბინთან 2024 წლამდე აკავშირებს კონტრაქტი. "ტრანსფერმარკტი" ხვიჩას 2.3 მილიონ ევროდ აფასებს.  

კომენტარები

ბოლო ამბები