Thumbnail
  • კახა ჟღენტისთვის, რუვო დი პულია მე-3 იტალიური კლუბია
  • მას საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში არაერთი მატჩი აქვს ჩატარებული

ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი კახა ჟღენტი კარიერას იტალიის სერია B-ში გააგრძელებს. 2000 წელს დაბადებულმა ქართველ მცველმა კონტრაქტი ქალაქ რუვო დი პულიას კლუბ ვირტუსთან გააფორმა.

ჟღენტმა გასული სეზონიც იტალიაში გაატარა და 2 კლუბში იასპარეზა. თავდაპირველად ის სერია C-ს კლუბ ისერნიაში თამაშობდა, შემდეგ კი, სერია B-ს ვირტუს კასინოში გადავიდა, სადაც საშუალოდ 4.7 ქულასა და 1.4 მოხსნას აგროვებდა.

კორონავირუსის გამო შეწყვეტილი სეზონის შემდეგ ქართველი კალათბურთელით უკვე რუვო დი პულიას გუნდი დაინტერესდა და კახასთან თამამშრომლობის დაწყების თაობაზე ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ცნობისთვის, ბოლო სეზონში ვირტუსი იტალიის რანგით მე-3 ლიგის D ჯგუფში თამაშობდა და პანდემიამდე, 12 მოგებითა და 11 მარცხით მე-8 ადგილზე იმყოფებოდა. 

კახა ჟღენტი საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში სისტემატიურად თამაშობდა. ბოლოს მან ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატზე 2018 წელს იასპარეზა. წელს ჟღენტს 20-წლამდელთა ნაკრებში თამაში უწევდა, თუმცა ივლისში თბილისში გასამართი ევროპის B დივიზიონი, ისევე როგორც ფიბა-ს ყველა დანარჩენი საკონტინენტო პირველობა, პანდემიის გამო, 2022 წლისთვის გადაიდო.

კომენტარები

ბოლო ამბები