Thumbnail

‘კონორს ერთ ადგილზე მაგრად ვცემდი’ - მაიკ ტაისონმა მაკგრეგორზე ისაუბრა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მაიკ ტაისონმა Tonight Show-ში კონორ მაკგრეგორზე ილაპარაკა
  • 54 წლის ‘რკინის მაიკი’ საჩვენებელი ბრძოლისთვის ემზადება

რინგზე საჩვენებელი ჩხუბით დაბრუნების წინ, კრივის ლეგენდა მაიკ ტაისონმა MMA-ს სუპერვარსკვლავ კონორ მაკგრეგორზე ისაუბრა და ირლანდიელისთვის არცთუ სასიამოვნო სიტყვები თქვა.

“რინგზე ერთმანეთს რომ შევხვედროდით, კონორს უკანალზე მაგრად ვცემდი,” - განაცხადა 54 წლის ‘რკინის მაიკმა’ ჯიმი ფელონის Tonight Show-ში.

ტაისონმა იქვე დასძინა, რომ იგი ირლანდიელი მებრძოლის დამარცხებაში იმ შემთხვევაშია დარწმუნებული, თუ ერთმანეთს კრივის წესებით შეებრძოლებოდნენ.

“ვფიქრობ, რომ დავამარცხებდი ნებისმიერს, ვისაც ოდესმე უცოცხლია!” - დაამატა ტაისონმა, რომელსაც პროფესიონალურ კარიერაში 56 ბრძოლიდან 50 მოგებული აქვს და აქედან 44 ნოკაუტით.

წაიკითხე ხულიგანი, რომელიც ვერ გახდა მეფე - რკინის მაიკის ტრაგედია

მაიკი რინგზე 12 სექტემბერს დაბრუნდება და კალიფორნიაში როი ჯონს-უმცროსს დაუპირისპირდება. დაგეგმილია საჩვენებელი, მინიმუმ 8-რაუნდიანი ჩხუბი. მაიკი და როი ჩვეულებრივზე გაცილებით დარბილებული ხელთათმანებით იჩხუბებენ, რათა რისკი მინიმუმამდე შემცირდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები