Thumbnail

გია ცეცაძეს ლვოვში ქართველები მიჰყავს - უარი ბრაზილიურ ვექტორზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 45 წლის სპეციალისტის გუნდში ზაფხულში დიდი ცვლილებები იგეგმება
  • უკრაინული მედიის ცნობით, ცეცაძის სამწვრთნელო შტაბიც გაძლიერდება 

გია ცეცაძეს, რომელიც ცოტა ხნის წინ ლვოვის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, უკრაინულ კლუბში თანამემამულეები მიჰყავს. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება, რომლის ცნობით, ქალაქ ლვოვის კლუბი ამ ზაფხულს განვითარების ე.წ. ბრაზილიური ვექტორის შეცვლას აპირებს.

როგორც ირკვევა, ლვოვის მფლობელი ბოგდან კოპიტკო იმედგაცრუებულია გუნდის განვითარების ბრაზილიური ვექტორით, რომელმაც ვერც ფინანსური დივიდენდები მოუტანა და ვერც სპორტული. კლუბი უკვე დაატოვებინეს ვილიამ როშა ბატისტას, რომელიც სატრანსფერო პოლიტიკას განსაზღვრავდა, მომავალ სეზონში კი გუნდში მხოლოდ სამი ბრაზილიელი ლეგიონერი დარჩება.

ლვოვი რამდენიმე ბრაზილიელ ლეგიონერს უკვე დაემშვიდობა

რაც მთავარია, გიორგი ცეცაძის სამწვრთნელო შტაბის გაძლიერება იგეგმება და როგორც უკრაინული მედია იუწყება, "მალე საქართველოდან რამდენიმე მისი თანამემამულე უნდა ჩამოვიდეს, რომლებიც მის გუნდში შევლენ".

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების, გორის დილას, სამტრედიისა და საბურთალოს ყოფილი მთავარი მწვრთნელი ლვოვში სეზონის მიწურულს, ივნისის ბოლოს დაინიშნა. 45 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით გუნდმა ხუთი მატჩიდან 2 ფრედ დაასრულა, 3 წააგო, ჩემპიონატი ბოლოსწინა, მე-11 ადგილზე დაასრულა და უკრაინის პრემიერლიგიდან დაქვეითებას გადაურჩა. 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?

  • მანჩესტერ სიტი
  • ბაიერნი
  • პარი სენ-ჟერმენი
  • ბარსელონა
  • რეალი
  • ატლეტიკო
  • იუვენტუსი
  • სხვა გუნდი

 

კომენტარები

ბოლო ამბები