Thumbnail
  • მეცი 0:3 გენტი
  • იეს ტორუპმა ჩაკვეტაძის ტრავმაზე ისაუბრა

ბელგიის ვიცე-ჩემპიონი, გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას გენტი ჟუპილერ ლიგის ახალი სეზონისთვის მზადებას აგრძელებს...

გენტმა ამხანაგურ მატჩში ფრანგული მეცი დიდი ანგარიშით, 3:0 დაამარცხა. სამივე გოლი უკრაინელებმა გაიტანეს, ორი პირველ ტაიმში იარემჩუკმა და ერთი მეორეში - პლასტუნმა. გიორგი ქვილითაიამ მეორე ტაიმი ითამაშა, გუნდის მთავარმა ვარსკვლავებმა, ჯონათან დევიდმა და გიორგი ჩაკვეტაძემ კი სხვადახვა მიზეზის გამო არ ითამაშეს.

მატჩის შემდეგ გენტის თავკაცმა იეს ტორუპმა ორივეს შესახებ ისაუბრა. მწვრთნელმა ფაქტობრივად დაადასტურა, რომ კანადელის ტრანსფერს დღე-დღეზე ელიან და არ რისკავენ, არც დევიდი არის მოწადინებული თამაშით. 

გიორგი ჩაკვეტაძე კი ერთადერთია გუნდში, რომელიც კვლავ ტრავმირებულია:

იეს ტორუპი: "მას მუხლის პრობლემა ჰქონდა, მაგრამ ჩვენს მიერ ჩატარებულმა სკანირებამ პოზიტიური შედეგი აჩვენა. ჩემი ვარაუდით, ის მოედანს შემდეგ კვირაში დაუბრუნდება".

გენტი პირველ აგვისტოს ამხანაგურად ვარეგემს ეთამაშება, 9 აგვისტოს კი ჩემპიონატს ანტვერპენთან მატჩით იწყებს. შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ ბოლო სეზონში, რომელიც ბოლომდე არ დასრულებულა, სულ 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა (2 საგოლე პასი), 9 ჩემპიონატში და 3 ევროპალიგაზე.

კომენტარები

ბოლო ამბები