Thumbnail

The Offside Line-ის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრებს ექსპერიმენტულ 6 ერში არ დაუძახეს, "ბორჯღალოსნებს" ერთი სერიოზული ტესტ-მატჩი გარანტირებული აქვთ...

'მარიფილდზე' შოტლანდიამ საქართველოს 36:9 მოუგო

SRU საქართველოს ნაკრებს 24 ოქტომბერს ედინბურგის "მარიფილდზე" ეპატიჟება. შოტლანდიელებს სურთ, უელსთან 6 ერის გადადებული მატჩისთვის მოემზადონ. დიდი ალბათობით, ეს მატჩი ლონდონში 31 ოქტომბერს გაიმართება. 

დაუშვებენ თუ არა "მარიფილდზე" მაყურებელს, ეს ჯერ გაურკვეველია. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდებმა 2019 წლის მსოფლიოს თასის წინ ორი მატჩი ითამაშეს - აგვისტოს ბოლოს შოტლანდიის ნაკრები პირველი გუნდი გახდა 6 ერიდან, ვინც თბილისში ითამაშა, სტუმრებმა 44:10 მოიგეს. ერთი კვირის შემდეგ კი "მარიფელდზე" ასევე გაიმარჯვეს 36:9. გრეგორ თაუნსენდის გუნდი, ამჯერადაც ფავორიტი იქნება საქართველოსთან დაპირისპირების წინ. "მიუხედავად იმისა, რომ შოტლანდია ამ მატჩში ფავორიტია, საქართველოსთან თამაში ნაკრებისთვის იდეალური ტესტი იქნება უელსთან დაპირისპირების წინ", - წერს The Offside Line.

შეგახსენებთ, რომ ახლახან ცნობილი გახდა, რომ ექსპერიმენტულ 6 ერში (ნოემბერი-დეკემბერი) საქართველოს ნაკრები არ მიიწვიეს, ტრადიციულ გუნდებს ფიჯისა და იაპონიის ნაკრებები დაემატებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები