Thumbnail

ხაბიბი V გეიჯი - UFC-ის პრეზიდენტმა ბრძოლის თარიღი დაასახელა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • დანა უაითმა რუსი და ამერიკელი მებრძოლების მომავალ შეხვედრაზე ისაუბრა
  • მსუბუქ წონაში UFC-ის ქამრის მფლობელი მამის გარდაცვალებას ძალიან განიცდის 

UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა დაასახელა თარიღი, როდესაც მსუბუქ წონაში UFC-ის ქამრის მფლობელის, ხაბიბ ნურმაგომედოვისა და დივიზიონის დროებითი ჩემპიონის, ამერიკელი ჯასტინ გეიჯის სატიტულო ბრძოლა უნდა გაიმართოს. ხაბიბი-გეიჯის დაპირისპირება 24 ოქტომბერს შედგება.

თავიდან ვარაუდობდნენ, რომ ორთაბრძოლა სექტემბერში ჩატარდებოდა, მაგრამ დაღესტნელი მებრძოლის მამის გარდაცვალების შემდეგ, გეგმა შეიცვალა. 57 წლის აბდულმანაპ ნურმაგომედოვი, რომელიც რუსეთში ცნობილი მწვრთნელი იყო, 3 ივლისს გარდაიცვალა.

ხაბიბი მამის გარდაცვალებას ძალიან განიცდის

"ხაბიბი ძალიან განიცდის. მამამისი მისთვის გმირი იყო და უყვარდა. მათ ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ და ეს მეტისმეტად მძიმე ვითარებაა მისთვის", - დასძინა უაითმა.

UFC-ის პრეზიდენტს ამჯერად არ უთქვამს, კონკრეტულად სად შედგება ხაბიბ ნურმაგომედოვისა და ჯასტინ გეიჯის დაპირისპირება. უწინ ის ამტკიცებდა, რომ ბრძოლა აბუ დაბიში, “მებრძოლთა კუნძულზე” გაიმართებოდა.

კომენტარები

ბოლო ამბები