Thumbnail

13 მშრალი მატჩი - გიორგი მაკარიძე პორტუგალიის ჩემპიონატის სიმბოლურში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • საქართველოს ნაკრების მეკარეს პრიმეირა ლიგაში კარგი სეზონი ჰქონდა
  • სეტუბალის გოლკიპერი whoscored-მა სიმბოლურ გუნდში შეიყვანა   

საქართველოს ნაკრებისა და ვიტორია სეტუბალის მეკარე გიორგი მაკარძე ცნობილმა რესურსმა whoscored-მა პორტუგალიის ჩემპიონატის 2019/20 წლების სეზონის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

30 წლის მეკარე, რომლის საიმედო თამაშის წყალობით, სეტუბალმა პრიმეირა ლიგაში ადგილის შენარჩუნება მოახერხა, საიტმა 6.8 ბალით შეაფასა და ლიგის 11 რჩეულ ფეხბურთელს შორის დაასახელა.

სეტუბალმა ჩემპიონატი ცხრილში მე-16 ადგილზე დაასრულა და გავარდნას ბოლო მომენტში გადაურჩა. მაკარიძემ გუნდის კარი პრიმეირა ლიგის 32 შეხვედრაში დაიცვა და 37 გოლი გაუშვა. ამასთან, ქართველმა მეკარემ კარი “მშრალად” 13 მატჩში შეინახა.

გიორგი მაკარიძე სეტუბალის ღირსებას 2019 წლის დასაწყისიდან იცავს, სადაც რიუ ავედან გადავიდა. მეკარის ანგარიშზე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული 14 მატჩია.

 

კომენტარები

ბოლო ამბები