Thumbnail

სკანდალური ჩხუბი: ნოკაუტი 7 წამში! ექსპერტები ორგანიზატორებს აკრიტიკებენ

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • სინიესა ესტრადას და მირანდა ადკინსის ბრძოლა 7 წამში დასრულდა
  • ქალთა კრივის ისტორიას ასეთი სწრაფი ნოკაუტი არ ახსოვს
  • ექსპერტები ბრძოლის ორგანიზატორებს აკრიტიკებენ

1, 2, 3, 4, 5, 6, 7 – ნოკაუტი!

28 წლის სენიესა ესტრადასა და 42 წლის მირანდა ადკინსის ბრძოლა (კრივი, 51 კგ წონითი კატეგორია), რომელიც კალიფორნიაში გაიმართა, ისტორიაში შევიდა - ჩხუბი ზუსტად 7 წამში დასრულდა!

ამ 7 წამში ეს მოხდა: ესტრადა ადკინსს მივარდა, “დარტყმების ცეცხლი გაუხსნა” და ეს უკანასკნელი დაეცა - ქალთა კრივის ისტორიას ამაზე სწრაფი ნოკაუტი არ ახსოვს!

ექსპერტები ფიქრობენ, რომ ეს ბრძოლა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამართულიყო. მიზეზი: ესტრადა (19 წაუგებელი ბრძოლა) შეხვდა ადკინსს, რომელმაც კრივში მხოლოდ 40 წლის ასაკში გადაინაცვლა (ადრე კიკბოქსიორი იყო) და მანამდე მხოლოდ ლოკალურ მეტოქეებს ხვდებოდა.

ესტრადა: “კორონაკრიზისის გამო ვეცადეთ, მოწინააღმდეგე მოქმედი, ან ყოფილი ჩემპიონი ყოფილიყო. მირანდა იყო ერთადერთი, ვინც ამ ბრძოლისთვის მზად აღმოჩნდა. ვიცოდი, რომ ჩხუბი მისი ნოკაუტით დასრულდებოდა, მაგრამ არ ვიცოდი, რამდენ ხანს გაძლებდა.”

'ის, ვინც დაუშვა, რომ ეს საწყალი, უმწეო ქალი რინგზე გასულიყო, ადამიანის დასახიჩრებისთვის უნდა გაასამართლონ'

კრივის ლეგენდარული მწვრთნელი რას ანბერი ინსტაგრამზე წერს: “40 წელზე მეტია, კრივში ვარ და ბევრი განავალი მინახავს, მაგრამ ეს ყველაზე საზარელი სანახაობაა მათ შორის. ის, ვინც დაუშვა, რომ ეს საწყალი, უმწეო ქალი რინგზე გასულიყო, ადამიანის დასახიჩრებისთვის უნდა გაასამართლონ. თქვენ საზიზღრები ხართ, იდიოტებო! მრცხვენია, რომ ეს კრივში ხდება.”

კომენტარები

ბოლო ამბები