Thumbnail
  • სან ხოსემ 1/8-ფინალში რეალ სოლტ ლეიკი ანგარიშით 5:2 დაამარცხა
  • ვაკო ყაზაიშვილი თავის გუნდს გოლითა და საგოლე პასით დაეხმარა
  • გურამ კაშიამ შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა 

სან ხოსეს ქართველმა ნახევარმცველმა ვაკო ყაზაიშვილმა MLS-ის მიმდინარე სეზონში მეორე გოლი გაიტანა. 27 წლის ფეხბურთელმა თავი გოლითა და საგოლე პასით რეალ სოლტ ლეიკთან პლეი ოფის შეხვედრაში გამოიჩინა, რომელიც მისმა გუნდმა ანგარიშით 5:2 მოიგო და ¼-ფინალში გავიდა.

სან ხოსე რესტარტის შემდეგ ბრწყინვალედ თამაშობს. მატიას ალმეიდას გაწვრთნილმა გუნდმა პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ მეოთხედ ითამაშა და მესამედ გაიმარჯვა, კიდევ ერთი შეხვედრა კი ფრედ დაასრულა.
 
სან ხოსესა და რეალ სოლტ ლეიკის ⅛-ფინალურ მატჩში ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშია სასტარტოში შემადგენლობაში იყვნენ. ვაკომ 21-ე წუთზე კრისტიან ესპინოზა საგოლე პასით მოამარაგა და არგენტინელმაც ანგარიში გახსნა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა თავად 61-ე წუთზე გაიტანა, აქედან 20 წუთში კი ის შეცვალეს. მასპინძელთა დაცვის ხაზში შეუცვლელად ითამაშა კაშიამ. აღსანიშნავია, რომ რეალ სოლტ ლეიკმა მატჩი 9 მოთამაშით ჩაამთავრა.

სან ხოსეს ¼-ფინალში მეტოქედ კოლუმბუსი-მინესოტას წყვილში მოგებული ეყოლება.

კომენტარები

ბოლო ამბები