Thumbnail

5 პროცენტი! ეგვიპტის საპრეზიდენტო არჩევნებში ხალხი ხმას მოჰამედ სალაჰს აძლევდა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ეგვიპტის საპრეზიდენტო არჩევნებში მილიონმა ამომრჩეველმა ხმა მოჰამედ სალაჰს მისცა!

მოჰამედ სალაჰის აქტიური საფეხბურთო კარიერის დამთავრებამდე ჯერ ძალიან ადრეა, მაგრამ ლივერპულის ვარსკვლავს თამამად შეუძლია, რომ პოლიტიკურ კარიერაზე იფიქროს!

ეგვიპტეში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა და ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით (92 პროცენტი) აბდელ ფატა ალ-სისიმ გაიმარჯვა.

აი, მეორე ადგილზე კი, რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ეგვიპტის ნაკრებისა და ლივერპულის ფეხბურთელი მოჰამედ სალაჰი გავიდა, რომელიც, არჩევნებში, რა თქმა უნდა, არც კი მონაწილეობდა.

The Economist-ის ინფორმაციით, 25 წლის ფეხბურთელმა ხმების 5 პროცენტი (!) მიიღო.

დაახლოებით ერთმა მილიონმა ამომრჩეველმა ორივე ოფიციალური კანდიდატი გადახაზა და მათ ნაცვლად, საარჩევნო ბიულეტენში “მო სალაჰი” ჩაწერა და შემოხაზა!

გამოდის, რომ სალაჰმა მეორე კანდიდატ მუსაზე ნახევარი მილიონით და 2 პროცენტით მეტი ხმა მიიღო!

ეგვიპტის საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგი ასეთია: აბდელ ფატა ალ-სისი - 92%, მო სალაჰი - 5%, მუსა მუსტაფა მუსა - 3%. ლივერპულის ვარსკვლავი ეგვიპტეში ახლა ნომერ პირველი გმირია. ეროვნული ნაკრები მან მსოფლიოს ჩემპიონატზე, ფაქტობრივად, მარტომ გაიყვანა.

მოჰამედ სალაჰი ეგვიპტეში გმირია

 

კომენტარები

ბოლო ამბები