Thumbnail
  • გოგა ბითაძის ტრავმა სერიოზულია
  • ნეით მაკმილანი ბითაძის დაბრუნების ვადებზე

Indy Star-ის ჯეი მაიკლი ინდიანა პეისერსის თავკაცის, ნეით მაკმილანის სიტყვებს ახმოვანებს, რომლის მიხედვითაც გოგა ბითაძის თამაში ამ სეზონში ძალზე საეჭვოა...

21 წლის ქართველ ახალბედას მტკივანმა მუხლმა ორლანდოში ერთხელაც არ მისცა ვარჯიშის საშუალება. არადა, გუნდის მთავარი ვარსკვლავი, ლიტველი ცენტრი დომანტას საბონისი გუნდს ალბათ, სეზონის ბოლომდე გამოაკლდა, მან ორლანდოს დისნეილენდი უკვე დატოვა. 

ნეით მაკმილანმა განაცხადა, რომ ბითაძე ვარჯიშს კიდევ "რამდენიმე კვირა" ვერ მოახერხებს. ინდიანა სეზონს 1-ელი აგვისტოდან განაახლებს, როცა ფილადელფიას ეთამაშება. გოგას როტაციაში მხოლოდ 8 წუთი ეძლეოდა, მაგრამ საბონისის არყოფნაში ეს დრო აუცილებლად გაიზრდებოდა. გოგა პლეი ოფამდე ინდიანას ყველა მატჩს გამოტოვებს, შესაძლოა, ვერც მერე მოასწროს დაბრუნება მოედანზე. 

კომენტარები

ბოლო ამბები