Thumbnail

Asie Rugby-ის ინფორმაციით, ექვსი ერის ორგანიზაცია საბოლოოდ გაერკვა, რომელ ორ ნაკრებს დაპატიჟებს ექსპერიმენტულ ტურნირში, რომელიც ნოემბერ-დეკემბერში გაიმართება. ფიჯი და იაპონია ითამაშებენ, საქართველოს ნაკრები კი, რომელსაც წლების განმავლობაში ექვს ერში მიღების მთავარ კანდიდატად მიიჩნევენ, კვლავ თამაშგარეთ რჩება...

საქართველოს ნაკრები ისევ თამაშგარეთ დარჩა

ამ გადაწყვეტილებას პრესტიჟული ბრიტანული გამოცემა The Guardian გამოეხმაურა:

"ნოემბრის ტესტების კომპენსაციის მიზნით, სასწაფოდ მოფიქრებულ ექვსი ერის საშემოდგომო ტურნირში იაპონია და ფიჯიც ითამაშებენ. ტურნირი მას მერე დაიწყება, რაც ექვსი ერის გადადებულ თამაშები ჩამთავრდება. ახალი ტურნირის პირველი ტური 14 ნოემბერს გაიმართება.

იაპონიის ნაკრებს სხვებთან შედარებით გაუჭირდება, რადგან მათი ლიგა გაუქმებულია თებერვლიდან მოყოლებული, შემდეგი კი მხოლოდ იანვარს დაიწყება. ასევე გაუქმდა ეროვნული ნაკრების ზაფხულის სერია ინგლისთან. ნოემბერში მათ შოტლანდიასთან და ირლანდიასთან ტესტები უნდა ეთამაშათ.

მათ ადგილზე საქართველო განიხილებოდა, მაგრამ მას მერე, რაც იაპონიამ მსოფლიოს თასზე 1/4 ფინალს მიაღწია, კომერციული თვალსაზრისით ჩაითვალა, რომ იაპონიის თამაში მეტ მოგებას მოიტანს. ეს კი ძალიან ბევრს ნიშნავს, ახლა, როცა კრიზისია და კავშირებს შემოსავალი აკლიათ. რაც შეეხება ფიჯის, მათი ნაკრების დიდი ნაწილი ევროპაში თამაშობს. 

ოქტომბრიდან მოყოლებული ინგლისში, საფრანგეთში, ირლანდიასა და იტალიაში მაყურებელს დაუშვებენ, ოღონდ, იმის ნახევარს, რაც სტადიონებზე ეტევა. უელსის "პრინსიპალიტი" წლეულს გამორიცხულია".

შეგახსენებთ, რომ Asie Rugby-ის მიხედვით ჯგუფები ასე ჩამოყალიბდა:

A ჯგუფი: ინგლისი, ირლანდია, უელსი, ფიჯი
B ჯგუფი: საფრანგეთი, შოტლანდია, იაპონია, იტალია

ექსპერიმენტული ტურნირი სტარტს 14 ნოემბერს აიღებს, ფინალში კი, რომელიც 5 დეკემბერს გახლავთ დაგეგმილი, ჯგუფების გამარჯვებულები ითამაშებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები