Thumbnail
  • არტური ბრაზილიაში გაემგზავრა და კატალონიაში დაბრუნებას აღარ აპირებს
  • მომავალი სეზონიდან ის ტურინის იუვენტუსის რიგებში ითამაშებს

ესპანური ბარსელონას ბრაზიელი ნახევარმცველი არტური კლუბის უკითხავად სამშობლოში დაბრუნდა და კატალონიელთა რიგებში დაბრუნებას არ აპირებს.

Mundo Deportivo-ს ცნობით, ფეხბურთელი უარს აცხადებს კატალონიელთა მაისურით ჩემპიონთა ლიგაში თამაშზე და მიზეზად ის მოჰყავს, რომ მას უკვე გაფორმებული აქვს კონტრაქტი ტურინის იუვენტუსთან, თუმცა, ეს ხელშეკრულება ძალაში მხოლოდ მომავალი სეზონიდან შედის, ამდენად, ბარსელონა სადისციპლინო სანქციების ამოქმედებას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ესპანურმა გრანდმა 23 წლის არტურის სანაცვლოდ იუვენტუსისგან ბოსნიელი ლეგიონერი მირალემ პიანიჩი მიიღო. ბარსელონას ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში ასევე იტალიურ ნაპოლისთან დაპირისპირება ელის. ბარსამ ნეაპოლში 1:1 ითამაშა, შინ კი, მეტოქეს 8 აგვისტოს დაუხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები