Thumbnail
  • ტურნირს 3 ლიდერი ჰყავს: ბაციაშვილი, გვეტაძე და ხოტენაშვილი
  • ჩემპიონატის გამარჯვებულის ვინაობას 30 ივლისს გავიგებთ

თბილისის ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე საქართველოს ქალთა 77-ე ჩემპიონატის მონაწილეებმა დისტანციის ორი მესამედი გაიარეს და საჭადრაკო ბრძოლები სულ უფრო და უფრო მწვავდება. დღეს გამართულ მე-6 ტურში მხოლოდ ერთი პარტია დასრულდა ყაიმით. შედეგად, ჩემპიონატს 4.5-4.5 ქულით ნინო ბაციაშვილი, სოფიო გვეტაძე და ბელა ხოტენაშვილი ლიდერობენ.

სოფიო გვეტაძე

VI ტური

ხოტენაშვილი (2458) 1:0 მელია (2370)
ხომერიკი (2319) 0.5:0.5 არაბიძე (2428)
ვახანია (2138) 0:1 ჯავახიშვილი (2475)
წოწონავა (2012) 0:1 ბაციაშვილი (2457)
გვეტაძე (2308) 1:0 ხუხაშვილი (2339)

სატურნირო მდგომარეობა

4.5 – ბაციაშვილი, გვეტაძე, ხოტენაშვილი
4 – არაბიძე
3.5. – ჯავახიშვილი
3 – ხუხაშვილი
2.5 – მელია, ხომერიკი
1 – ვახანია
0 – წოწონავა

VII ტური

ხუხაშვილი (2339) – ხოტენაშვილი (2458)
ბაციაშვილი (2457) – გვეტაძე (2308)
ჯავახიშვილი (2475) – წოწონავა (2012)
არაბიძე (2428) – ვახანია (2138)
მელია (2370) - ხომერიკი (2319)

ბელა ხოტენაშვილი

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ქალთა ჩემპიონატი 30 ივლისამდე გასტანს და მისი საპრიზო ფონდი 30 600 ლარს შეადგენს. ასპარეზობა 10 მონაწილეს შორის 9 ტურად იმართება, ხოლო ყაიმზე შეთანხმება შესაძლებელია მხოლოდ 30-ე სვლის შემდეგ.

ჩემპიონატის მონაწილეებიდან ყველაზე მეტჯერ საქართველოს ჩემპიონის ტიტულს ლელა ჯავახიშვილი ფლობდა. ლელამ ქვეყნის მთავარ ტურნირში 4-ჯერ (2001, 2007, 2014, 2016 წწ.) იმარჯვა. 2-ჯერ გახდნენ ჩემპიონები ბელა ხოტენაშვილი (2012, 2017) და ნინო ბაციაშვილი (2015, 2018), სალომე მელია (2010) და მერი არაბიძე (2019) კი ჩემპიონის ტიტულს თითოჯერ ფლობდნენ.

ჭადრაკის ფედერაცია და კომპანია ევროპაბეთი პარტნიორები 2020 წლის იანვარში გახდნენ. ევროპაბეთი ზრუნავს ჭადრაკის პოპულარიზაციაზე და სპორტის ამ სახეობის განვითარების მიზნით, სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში იღებს მონაწილეობას.

ყველაფერი პროექტის "პასუხისმგებლიანი თამაში" შესახებ - responsible.ge

კომენტარები

ბოლო ამბები