Thumbnail

ოფიციალურად: ვალენსიას ახალი მწვრთნელი ჰყავს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ესპანურ კლუბს ბოლოს ვორო გონსალესი წვრთნიდა
  • გუნდმა ახალ მწვრთნელთან კონტრაქტი 2022 წლამდე გააფორმა

ესპანურმა ვალენსიამ ახალი მთავარი მწვრთნელი დანიშნა. "ღამურებს" ესპანელი ხავი გრასია გაწვრთნის, რომელიც ბოლოს ინგლისურ უოტფორდში მუშაობდა. კლუბმა მას კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე გაუფორმა.

ვალენსიელებმა 2019-2020 წლების სეზონის დასაწყისში მარსელინო გარსია გაუშვეს, რომელიც სელადესმა შეცვალა, ხოლო სეზონის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე, კლუბმა სელადესიც გაათავისუფლა და მის ნაცვლად დროებით მწვრთნელად ვორო გონსალესი მიიყვანა.

გრასიას რამდენიმე ესპანურ კლუბშიც უმუშავია. მასთან ერთად უოტფორდი FA CUP-ის ფინალში ისტორიაში მეორე გავიდა, ვალენსიამ კი წლევანდელი სეზონი ცუდად დაასრულა და ევროტურნირზეც ვერ გავიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები