Thumbnail
  • რუსთავი 0:2 საბურთალო
  • დილა 3:2 სიონი
  • ლოკომოტივი 1:1 ჩიხურა

სანაკრებო პაუზის შემდეგ ეროვნული ლიგა განახლდა. კვლავ უდანაკარგოდ ასპარეზობს საბურთალო, რომელიც რუსთავს ეთამაშა და მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

საბურთალომ უპირატესობით წარმართა შეხვედრა, მატჩის ბოლო 10 წუთში კი პრაქტიკულად შტურმი მოუწყო მეტოქეს, რაც ორ გატანილ გოლში აისახა.

მატჩის დასრულებამდე 4 წუთი რჩებოდა, როდესაც საბურთალომ სტანდარტი შეასრულა, საჯარიმოში ჩაკიდებული ბურთი კი დიმიტრი ტატანაშვილმა ბრძოლაში გაიჩერა და მეორე შეხებით კარში გაგზავნა, 0:1.

სამიოდე წუთში, საბურთალომ კონტრშეტევაზე დაიჭირა მეტოქე, ვაგნერ გონსალვეში დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 0:2.

საბურთალო განაგრძობს ბრწყინვალე ასპარეზობას - გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს 4 თამაშიდან 4 მოგება აქვს.

რუსთავი 0:2 საბურთალო
გოლები: 0:1 ტატანაშვილი (86), 0:2 ვაგნერი (90)

რუსთავი: რევიშვილი, ცარიკაევი, ცხივრებოვი, კობახიძე, ენდელაძე, პაპავა, ცინცაძე, ციცქიშვილი (59. ხადარცევი), მიქელთაძე, ფონიავა (79. ჩოგაძე), ქავთარაძე

საბურთალო: კუპატაძე, ჩაბრაძე, მარგველაშვილი, რეხვიაშვილი, ნადარაია (74. გოშთელიანი), თარხნიშვილი (78. გვარაძე), დიასამიძე, გორგიაშვილი, ვაგნერი, ვოლკოვი, კოხრეიძე (59. ტატანაშვილი)

საბურთალოს ვაგნერის გოლს ზეიმობს

საინტერესო მატჩი გაიმართა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, სადაც დილამ ბოლნისის სიონს უმასპინძლა და 3:2 სძლია მეტოქეს.

გორელებმა საწყის ნახევარ საათში სამი გოლი გაუტანეს მეტოქეს და თითქოს გადაწყვიტეს მატჩის ბედი. 

3-ბურთიანი ფორა დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნდა, თუმცა ბოლო წუთებზე ბოლნისელებმა ორჯერ გაიტანეს და ქულის აღებაც შეეძლოთ.

დილას წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანეს ლეგიონერებმა: ფორტისმა საგოლე პასი გააკეთა, მეორე და მესამე გოლები კი ისიფუ ლემპტიმ და ნიკოლა კოვტალიუკმა გაიტანეს.

დილა 3:2 სიონი
გოლები: 1:0 ქავთარაძე (7), 2:0 ლემპტი (9), 3:0 კოვტალიუკი (31), 3:1 მიქაბერიძე (81), 3:2 დათუნაიშვილი (86)

დილა: ბეგაშვილი, მაჩაიძე, კვახაძე, ჩადუნელი, სუხიაშვილი, რაზმაძე, ლემპტი (73. აშორტია), ქავთარაძე, ფორტისი, რიბეირო (57. რაჟამაშვილი), კოვტალიუკი (64. ფანცულაია)

სიონი: მუჯრიშვილი, მინდორაშვილი (46. მანაგაძე), თომაშვილი, ნოზაძე, გიორხელიძე, დათუნაიშვილი, ქიქავა (66. კოშკაძე), გაფრინდაშვილი, ბერიაშვილი, სამუშია (60. მიქაბერიძე), დვალი

ლოკომოტივი 1:1 ჩიხურა

ფრედ, 1:1 დასრულდა თბილისის ლოკომოტოვს და საჩხერის ჩიხურას შორის გამართული შეხვედრა.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 24-ე წუთზე ლოკომოტივი კაცნაკლული დარჩა, რადგან გიორგი გაბაძემ ორი ყვითელი ბარათის მიღება მოასწრო და გააძევეს მოედნიდან. 

მიუხედავად ამისა, ანგარიში სწორედ თბილისელებმა გახსნეს - ვატო არველაძემ დამატებაზე ითამაშა და ჩიხურას მეკარის მიერ მოგერიებული ბურთი ბადეში გაახვია.

მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე, დემურ ჩიხლაძემ შორი მანძილიდან დაარტყა, რეკოშეტის შემდეგ კი ბურთი ლოკომოტივის კარში აღმოჩნდა და საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა, 1:1.

ლოკომოტივი 1:1 ჩიხურა
გოლები: 1:0 არველაძე (31), 1:1 ჩიხლაძე (80)

ლოკომოტივი: თევდორაძე, გაბაძე, ჭანტურია, ცნობილაძე, კობახიძე, შონია, გვალია, ღონღაძე, არველაძე (62. ლობჟანიძე), დავითაშვილი (67. ჭანტურია), გავაშელიშვილი (79. ჯიქია)

ჩიხურა: ჰამზიჩი, კაშია, მაისაშვილი, მირცხულავა, მეგრელიშვილი, ბუღრიძე, კაკუბავა (11. დობროვოლსკი - 64. ჩიხლაძე), ჩიკვაიძე, გაბედავა, მარკოზაშვილი, ბუხაიძე (64. იონანიძე)

სატურნირო ცხრილს 12 ქულით საბურთალო ლიდერობს, მეორე ადგილზე მყოფ ჩიხურას 8 ქულა აქვს, მესამე ადგილი კი 7 ქულით გორის დილას უკავია

კომენტარები

ბოლო ამბები