Thumbnail

კატალონიაში ბიჭებს ლეოს არქმევენ - რატომ თავად მიხვდებით

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • რეგიონში ახალშობილთა 8.22%-ს სახელს მესის საპატივცემულოდ აძლევენ
  • არგენტინელ ვარსკვლავს ბარსელონას მაისურით 633 გოლი აქვს გატანილი

კატალონიაში სახელი ლეო პოპულარულობის მხრივ მე-2 ადგილზეა, ხოლო ამის მიზეზი რა არის, ვფიქრობთ, დამატებითი განმარტება საჭირო არაა. ეს დასკვნა რეგიონის სტატისტიკის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა, ინფორმაციას კი MARCA ავრცელებს.

როგორც ირკვევა, 2019 წელს კატალონიაში ლეო 500 ბიჭს დაარქვეს, რაც ახალშობილთა საერთო რაოდენობის 8.22%ს შეადგენს. უფრო პოპულარული მხოლოდ სახელი მარკი აღმოჩნდა – 622 ბავშვი.

საინტერესოა, რომ 2010 წელს ლეო მხოლოდ 136 ბიჭს უწოდეს, 2017-ში კი ეს რაოდენობა უკვე საგრძნობლად გაზრდილი იყო – 433. გოგონებს შორის ყველაზე პოპულარული სახელებია ხულია და მარტინა.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის ლეო მესი ბარსელონას აღზრდილია და კატალონიური გრანდის მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 729 მატჩში 633 გოლი აქვს გატანილი, ამასთან, აქტივში 285 საგოლე პასიც აქვს. მას ბარსასთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

კომენტარები

ბოლო ამბები