Thumbnail
  • მარკა რეალის მოსალოდნელ ტრანსფერებზე წერს
  • გასაყიდთა სიაში ლუკა მოდრიჩიცაა

ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მადრიდის რეალი, შესაძლოა, 17-მა ფეხბურთელმა დატოვოს. ამის შესახებ ესპანური სპორტული გამოცემა ‘მარკა’ მადრიდული გრანდის შესაძლო ტრანსფერებისადმი მიძღვნილ სტატიაში წერს.

‘მარკაში’ ვკითხულობთ, რომ რეალი მზადაა, 13 ფეხბურთელი გაყიდოს. ესენი არიან: გარეთ ბეილი, ხამეს როდრიგესი, ლუკა იოვიჩი, ლუკა მოდრიჩი, ლუკას ვასკესი, დანი სებალიოსი, ხესუს ვალეხო, ნაჩო ფერნანდესი, მარიანო დიასი, ბორხა მაიორალი, ოსკარ როდრიგესი, ალბერტო სორო და ხორხე დე ფრუტოსი.

ტონი კროოსის წასვლა გამორიცხულია, გარეთ ბეილს კი რეალში მომავალი აღარ აქვს

გარდა ამისა, მადრიდული გრანდის გეგმებში შედის ალვარო ოდრიოსოლას განათხოვრებაც და მისი საბოლოო გაყიდვაც. რეალი ასევე უდიდესი ალბათობით არენდით გაუშვებს სერხიო რეგილონს, მარტინ ედეგორსა და ტაკეფუსო კუბოს.

მანამდე, ‘მარკა’ წერდა, რომ რეალი ფეხბურთელების გაყიდვით 180 მილიონი ევროს შოვნას შეეცდება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში რეალმა ესპანური ლა ლიგა 34-ედ მოიგო, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ახლა, მადრიდელთა მთავარი სამიზნე ჩემპიონთა ლიგაა, სადაც მერვედფინალურ ეტაპზე მათი მეტოქე ინგლისური მანჩესტერ სიტია.

 

კომენტარები

ბოლო ამბები