Thumbnail

ტოჩინოშინის მე-5 გამარჯვება – ქართველ სუმოისტს მეტოქე არ გამოუცხადდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ლევან გორგაძემ მორიგი მოგება უბრძოლველად მიითვალა
  • მას დადებითი ბალანსისთვის 3 გამარჯვებაღა სჭირდება

ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ ტოკიოში მიმდინარე ივლისის ბაშოზე მე-5 გამარჯვება იზეიმა, თუმცა, ამისთვის ენერგია არ დაუხარჯავს.

საქმე ის გახლავთ, რომ დასავლეთის მე-11 მაეგაშირას წოდების მქონე ქართველი სეკიტორი დღეს დასავლეთისვე მე-13 მაეგაშირა კოტონოვაკას უნდა გაჯიბრებოდა, თუმცა, ამ უკანასკნელს ცუდი ამბავი შეემთხვა. 22 წლის იაპონელმა სუმოისტმა მარცხენა მუხლის ტრავმა მიიღო და დოჰიოზე გასვლა ვერ მოახერხა, შესაბამისად, გორგაძემ აქტივში მორიგი გამარჯვება უბრძოლველად ჩაიწერა.

ამგვარად, ტოჩინოშინს დადებითი ბალანსის (კაჩი-კოში) დასაფიქსირებლადა და წოდებაში დასაწინაურებლად დარჩენილი 7 ორთაბრძოლიდან სამის მოგებაც ეყოფა, რაც შეუსრულებელი მისია ნამდვილად არ სჩანს. ქართველი სუმოისტის მორიგი მეტოქე აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირა იშიურა იქნება, რომელსაც ჩვენებური ურთიერთშეხვედრებში 3:2-ს უგებს.

კომენტარები

ბოლო ამბები