Thumbnail

ამის ნახვის შემდეგ, სერხიო რამოსმა კონორ მაკგრეგორი რეალის ვარჯიშზე დაპატიჟა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • კონორ მაკგრეგორმა პოსტში სერხიო რამოსი მონიშნა
  • რეალის კაპიტანი ირლანდიელს მალევე გამოეხმაურა
  • რამოსის კომენტარს 37 000-ზე მეტი მოწონება აქვს

ორ წონით კატეგორიაში UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა კონორ მაკგრეგორმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ვიდეოები, რომლებშიც გვიჩვენებს, როგორ თამაშობს ფეხბურთს, უფრო კონკრეტულად კი, როგორ ურტყამს კარში. ირლანდიელი ბურთთან ერთად ცუდად ნამდვილად არ გამოიყურება.

“რას ფიქრობ ამაზე, სერხიო რამოს?” - მიაწერა მაკგრეგორმა ვიდეოს და პოსტში რეალ მადრიდის კაპიტანი მონიშნა.

ესპანელმა მცველმა მისი კითხვა უყურადღებოდ არ დატოვა და კონორი რეალის ვარჯიშზე დაპატიჟა.

“მაგარია, ძმაო. იფიქრე იმაზე, რომ რეალ მადრიდის ვარჯიშზე შემოგვიერთდე. ძალიან გაგვიხარდება შენი ნახვა ნებისმიერ დროს,” - ასეთია სერხიო რამოსის კომენტარი, რომელსაც 37 000-ზე მეტი მოწონება აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები