Thumbnail

სასუოლოს 4 გოლი გაუუქმეს - ნაპოლიმ ორი ბურთით მოიგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ნაპოლი 2:0 სასუოლო
  • 1:0 ჰისაი (8), 2:0 ალანი (90+3)

იტალიის სერია A-ს 36-ე ტურში ნაპოლიმ სასუოლოს 2:0 მოუგო. გატუზოს გუნდის მხრიდან გოლები ჰისაიმ და ალანმა გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ სტუმრებმა მეტოქის კარში გოლი 4-ჯერ გაიტანეს, თუმცა არცერთი არ ჩათვლილა.

სტუმართა ერთი გოლი გვერდითა არბიტრმა გააუქმა, ხოლო დანარჩენი 3 გოლი (ჯურიჩიჩის, კაპუტოსა და ბერარდის) ვიდეორეფერის გადაწყვეტილებით გაუქმდა. ეს შეხვედრა ისტორიული გამოდგა. ევროპის ტოპ 5 ლიგაში პირველად დაფიქსირდა მსგავსი შემთხვევა, როდესაც ერთ გუნდს ერთ თამაშში 4 გოლი გაუუქმეს.

📺 ნაპოლი 2:0 სასუოლო

ნაპოლის 59 ქულა აქვს და მე-7 ადგილზეა. ნეაპოლელები მომდევნო ტურში ინტერთან, ''სან სიროზე'', ითამაშებენ. სასუოლოს მეტოქე კი ჯენოა იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები