Thumbnail

ჩავის კორონავირუსი აქვს - ბარსელონას ლეგენდა თვითიზოლაციაშია

  • კორონავირუსზე ალ სადის მთავარი მწვრთნელის ტესტი დადებით აღმოჩნდა
  • 40 წლის ესპანელი სპეციალისტი გარკვეულ დროს თვითიზოლაციაში გაატარებს
  • ბარსელონას ლეგენდარულმა ნახევარმცველმა მიმართვა გაავრცელა 

ბარსელონას ლეგენდარული ნახევარმცველი, ამჟამად კი ყატარული ალ სადის მთავარი მწვრთნელი ჩავი ერნანდესი კორონავირუსული ინფექციით დაავადდა.

"კორონავირუსზე ჩემმა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. საბედნიეროდ, სრულებით წესრიგში ვარ., მაგრამ პროტოკოლის დაცვით, თვითიზოლაციაში ვიქნები იქამდე, სანამ არ გამოვჯანმრთელდები. ჩვეულ გრაფიკს დავუბრუნდები და მონდომებით ვიმუშავებ იმ დღიდან, როდესაც ამის ნებას ექიმები დამრთავენ. 

მომავალ შეხვედრამდე საფეხბურთო მოედნებზე", - დაწერა ჩავიმ სოციალურ ქსელში.

ჩავი ერნანდესი ყატარიდან ესპანეთში შეიძლება დაბრუნდეს

შეგახსენებთ, რომ ჩავიმ ყატარულ გუნდთან, რომელსაც 2019 წლიდან წვთნის, კონტრაქტი ცოტა ხნის წინ გაახანგტრძლივა. ხელშეკრულება ითვალისწინებს ოპციას, რომელიც 40 წლის ესპანელ სპეციალისტს სამუშაოდ ბარსელონაში წასვლის უფლებას აძლევს.

ჩავი ერნანდესი ბარსელონას აღზრდილია და კლუბის ღირსებას 1998-2015 წლებში იცავდა. კატალონიელებთან ერთად მან კარიერის განმავლობაში 25 ტიტული მოიგო, შემდეგ კი ყატარულ ალ სადში გადაბარგდა, სადაც ფეხბურთელის კარიერა დაასრულა.

კომენტარები

ბოლო ამბები