Thumbnail

'ფრენკს ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი' - კლოპმა ლამპარდის კრიტიკას უპასუხა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • 2 მწვრთნელს შორის დაპირისპირება ოთხშაბათს მოხდაა
  • 'მატჩის შემდეგაც არ გაჩერდა და მთელი კვირაა ეგოისტებს გვეძახის'

ოთხშაბთს გამართული მატჩის დროს, სადაც ლივერპულმა ჩელსი ენფილდზე 5:3 დაამარცხა, იურგენ კლოპსა და ფრენკ ლამპარდს შორის მცირე ინციდენტს ჰქონდა ადგილი.

ლამპარდი კოვაჩიჩის ჯარიმის ეპიზოდში (რასაც ალექსანდრ-არნოლდის გოლი მოჰყვა), კლოპის ასისტენტის პეპინ ლინდერსის რეაქციამ გააღიზიანა და მასპინძლების სათადარიგოთა სკამისკენ უხამსი შეძახილების ყვირილი დაიწყო.

ამაზე ლამპარდი არ გაჩერებულა და მატჩის შემდგომ ინტერვიუებში ლივერპულის სამწვრთნელო შტაბს 'ეგოისტები' ეძახა - ეს კი იურგენ კლოპს ურეაქციოდ არ დაუტოვებია. "ფრენკი ახალგაზრდა მწვრთნელია და ბევრი აქვს ჯერ სასწავლი..." - ამბობს გერმანელი.

"მატჩის დროს, კი ბატონო, რაც გინდა იძახე... მესმის, აფექტის მდგომარეობაში ხარ და ხშირად ეს მეც მომდის, ამიტომ იმ ეპიზოდში არ ვამტყუნებ. მაგრამ სასტვენის შემდეგ ჩემთვის წიგნი იხურება და ყველაფერს ვივიწყებ, რაც ლამპარდმა არ გააკეთა და ეს არასწორად მიმაჩნია."

"მატჩის შემდეგაც არ გაჩერდა და ეგოისტებს გვეძახის. ეგოისტები არ ვართ, ჩვენი საქმიანობა საპირისპიროს ამტკიცებს, ამიტომ საწყენია მისი ასეთი ქმედება."

თავისი მხრივ ფრენკ ლამპარდმა განმარტა სიტუაცია და განაცხადა, რომ კლოპთან პრობლემა არ აქვს "კლოპთან მატჩის შემდეგ ლუდს დავლევდი, მაგრამ მოვლენები ისე განვითარდა, რომ ეს არ გამოვიდა. ლივერპულის სათადარიგოთა სკამიდან წამოსული რეაქცია არ მომეწონა და ჩემი აზრი გამოვხატე, ვნანობ იმ სიტყვებს რაც საუბარში გამოვიყენე, მაგრამ მეტს არაფერს.

კომენტარები

ბოლო ამბები