Thumbnail

ტოჩინოშინმა მე-3 ბრძოლა დათმო - გორგაძემ იორიკირით წააგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლევან გორგაძემ ბრძოლა იაპონელ კოტოეკოსთან დათმო
  • ქართველი და იაპონელი სუმოისტები ერთმანეთს პირველად შეხვდნენ

ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ ტოკიოში მიმდინარე ივლისის ბაშოს მე-7 დღეს მე-3 ბრძოლა დათმო და ახლა მას მინიმალური დადებით ბალანსი აქვს - 4:3.

დღეს, დასავლეთის მე-11 მაეგაშირას წოდების მქონე ქართველი სეკიტორი დასავლეთის მე-16 მაეგაშირას წოდების მქონე კოტოეკოს დაუპირისპირდა და ბრძოლა იორიკირით დათმო.

ეს ლევანისა და იაპონელი სუმოისტის პირველი დაპირისპირება იყო. ჯერჯერობით უცნობია, ვისთან მოუწევს ბრძოლა ქართველ სუმოისტს მე-8 საჭიდაო დღეს. ივლისის ბაშოზე მხოლოდ 3 სუმოისტია დაუმარცხებელი: მიტაკეუმი, ასანოიამა და ჰაკუჰო.

კომენტარები

ბოლო ამბები