Thumbnail
  • პარი სენ-ჟერმენი 1:0 სენტ ეტიენი
  • პსჟ-მ საფრანგეთის თასი მე-13-ედ მოიგო

"სტად დე ფრანსზე" საფრანგეთის თასის ფინალში პარი სენ-ჟერმენმა 1:0 დაამარცხა სენტ ეტიენი და ტიტული მოიპოვა.

მე-14 წუთზე გამარჯვების გოლი ნეიმარმა გაიტანა, თუმცა პარიზელთა სიხარული კილიან მბაპეს საშინელმა ტრავმამ გააუფერულა - სენტ ეტიენის 34 წლის კაპიტანი ლოიკ პერენი ახალგაზრდა ფეხბურთელს ისე ეუხეშა, რომ მბაპემ მოედანი ტირილით დატოვა. დიდი ალბათობით, ის ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-ს ვეღარ დაეხმარება. მსაჯმა პერენი მოედნიდან გააძევა. 

ამ ეპიზოდს მოჰყვა გუნდური ჩხუბი ორივე გუნდის ფეხბურთელებს შორის, მსაჯმა 6 ფეხბურთელს უჩვენა ყვითელი ბარათი. თავიდან, პერენსაც ყვითელი ბარათი მისცეს, თუმცა VAR-ის შემდეგ, მსაჯმა გადაწყვეტილება შეცვალა.

თამაშის მერე ტიტული მაინც იზეიმა

ეს იყო პირველი შემთხვევა კორონავირუსის კრიზისის შემდეგ, როცა საფრანგეთში საფეხბურთო მატჩი გაიმართა, რომელსაც სხვათა შორის, 5 000 მაყურებელი დაესწრო (მეტი აკრძალული იყო). პსჟ-მ საფრანგეთის თასი ისტორიაში მე-13-ედ მოიპოვა და ამ მხრივ, ყველაზე ტიტულოვანი კლუბია ქვეყანაში. 

📺 პსჟ 1:0 სენტ ეტიენი

კომენტარები

ბოლო ამბები