Thumbnail

როგორ არჩევენ სპორტის მოყვარულები ტელევიზორებს

ფასიანი განთავსება

როგორი წარმოგიდგენიათ კარგი სპორტული თამაში?

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია საყვარელი გუნდი, რომელსაც ვგულშემატკივრობთ; შემდეგ - გამორჩეული მოთამაშეები, რომლებიც განსაკუთრებულ ხიბლს სძენენ სპორტულ შეჯიბრებებს.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მეგობრებიც, ვისთანაც მოგების სიხარულის თუ წაგების სევდის გაზიარება გვსურს. ამ ჩამონათვალში ყველაზე გადამწყვეტი მაინც კარგი გამოსახულებაა: თუკი თამაშზე დასწრებას ვერ ვახერხებთ, აუცილებლად უნდა გვქონდეს კარგი ტელევიზორი, რომლის წინაც მეგობრებთან ერთად მოვკალათდებით, გემრიელ სასუსნავებს მოვიმარაგებთ და საყვარელ გუნდს ერთად ვუგულშემატკივრებთ.  

სწორედ ამიტომ, ნებისმიერი სპორტის მოყვარული გეტყვით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სახლში კარგი ტელევიზორი ჰქონდეს. როგორ ავირჩიოთ კარგი ტელევიზორი? რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? ტექნიკის მაღაზიათა ქსელის, „გრანდ ელექტრონიქსის“ პროფესიონალი კონსულტანტები ამასთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას გაგიზიარებენ.

ტელევიზორის ზომა

როდესაც ეკრანის ზომაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, უნდა გადაწყვიტოთ, სად დადგამთ ტელევიზორს - საძინებელში, სამზარეულოში თუ სასტუმრო ოთახში. თუკი ტელევიზორის ყურებას 0.6-1 მეტრამდე მანძილიდან აპირებთ, მაშინ მისი დიაგონალი 28-76სმ უნდა იყოს. თუ დაშორება 2 მეტრამდეა, მაშინ 109-193სმ-მდე; ხოლო თუ დაშორება 3 მეტრზე მეტია თქვენსა და ტელევიზორს შორის, მაშინ თავისუფლად შეგიძლიათ 193სმ-ზე დიდი დიაგონალის მქონე ტელევიზორით ისიამოვნოთ.

ტელევიზორის ტიპი

დღეს ყველაზე აქტუალური LED და პლაზმური ტიპის ტელევიზორებია. თითოეულ ტიპს გააჩნია თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.

პლაზმური ტელევიზორი, რადგან მისი ეკრანი შუშისგანაა დამზადებული, სინათლეს ირეკლავს, შესაბამისად, განათებულ ოთახში გამოსახულება საკმაოდ ბუნდოვანია. თუმცა, მნიშვნელოვანია ის, რომ ბნელ გამოსახულებას მკვეთრად გადმოსცემს, კარგი ხედვის კუთხე აქვს და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მოყვარულებისთვის, სწრაფად მოძრავი კადრების შემთხვევაშიც კი გამოსახულება საუკეთესოა.

რაც შეეხება LED ტელევიზორს, იგი მოიხმარს ნაკლებ ელექტროენერგიას და გამოსახულების ჩვენების ყველაზე გაუმჯობესებული ხარისხითაც ხასიათდება. თუმცა შედარებით ძვირიც ღირს დანარჩენ ტიპებთან შედარებით.

დამატებითი ფუნქციები

დღევანდელ ტელევიზორებს, გარდა მაუწყებლობის მიღებისა, უამრავი სხვა ფუნქციაც გააჩნიათ. Smart TV არის ტექნოლოგია, რომლითაც თქვენი ტელევიზორი ჩვეულებრივ თანამედროვე გაჯეტად გარდაიქმნება, სადაც უამრავი საჭირო აპლიკაციაა ჩაწერილი ინტერნეტბრაუზერის ჩათვლით.

ამინდის პროგნოზი, ვალუტის კურსი, სოციალური მედიის აპლიკაციები, ნეტფლიქსი, ეკრანის გაზიარების ფუნქცია (როდესაც შეგიძლია, მაგალითად, ტელეფონი და ტელევიზორი ერთმანეთს დაუკავშირო) და ა.შ. - smart TV ტექნოლოგიის ერთადერთი მოთხოვნა Wi-Fi-ა. მისი საშუალებით, შეძლებთ უყუროთ არამხოლოდ სამაუწყებლო არხების პროგრამებს, არამედ - ფილმებს, სპორტულ მატჩებს სხვადასხვა ინტერნეტ-გვერდებზე და ა.შ.

უფრო მეტი დეტალის სანახავად, დაათვალიერეთ „გრანდ ელექტრონიქსის“ ვებგვერდი, ჩამოთვლილი პარამეტრების დახმარებით შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ტელევიზორი და შეუკვეთეთ ის სახლიდან გაუსვლელად.

კომენტარები

ბოლო ამბები