Thumbnail
  • ედინსონ კავანი თავისუფალი აგენტია და მისი დამატება უფასოდ შეიძლება
  • სამხრეთამერიკელს საკუთარი თავის გამოცდა ახალ ჩემპიონატში სურს

ედინსონს კავანის პარი სენ-ჟერმენთან კონტრაქტის ვადა 30 ივნისს გაუვიდა და გუნდი უფასოდ,  თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. იანვრიდან მოყოლებული, ხშირად ისმის სავარაუდო ვარიანტები, თუ სად გადავა ურუგვაელი.

Marca-ს ინფორმაციით, ედინსონის ძმა ფერნანდო, რომელიც ამავდროულად მისი აგენტიცაა, პორტუგალიაში იმყოფება და მოლაპარაკებებს ბენფიკასთან მართავს. პორტუგალიურ კლუბს 33 წლის ფეხბურთელის დამატების დიდი სურვილი აქვს.

მიუხედავად დიდი ინტერესისა, ბენფიკას ფორვარდთან შეთანხმება გაუჭირდება. საქმე ისაა, რომ ურუგვაელი დიდ ხელფასს ითხოვს, პორტუგალიურ კლუბს კი მაღალი ხელფასის გადახდა არ შეუძლია და ცდილობს, მოთამაშე შედარებით დაბალ ანაზღაურებაზე დაითანხმონ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავად კავანი სამშობლოში დაბრუნდა და ახალ შემოთავაზებებს ელის. სამხრეთამერიკელი ხვდება, რომ მისი კარიერა დასასრულს უახლოვდება და ცდილობს, თავი ახალ ჩემპიონატში გამოსცადოს. 

ბენფიკას გარდა, კავანის სახელს აქტიურად უკავშირებენ პრემიერლიგისა და ლა ლიგის გუნდებს. სულ ბოლოს ვრცელდებოდა ინფრომაცია, რომ ედინსონის დამატება ინგლისის უმაღეს ლიგაში დაბრუნებულ ლიდსს სურდა.

ედინსონ კავანიმ ლიგა 1-ის 2019/20 წლების სეზონში 14 შეხვედრა ჩაატარა, სადაც თავი 4 გატანილი გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ურუგვაელმა 3 მატჩი ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხა.  

კომენტარები

ბოლო ამბები