Thumbnail

ტოჩინოშინის მე-4 გამარჯვება! ქართველმა სუმოისტმა უხერხულ მეტოქეს აჯობა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ლევან გორგაძემ იაპონელი კოტოშოგიკუ უვატენაგეთი დაამარცხა
  • ტოჩინოშინი შემდეგ მეტოქეს კარიერაში პირველად გაეჯიბრება

ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ ტოკიოში მიმდინარე ივლისის ბაშოს მე-6 დღე მე-4 გამარჯვება იზეიმა და მინიმალურ დადებით ბალანსს პირველად ასცდა.

დღეს, დასავლეთის მე-11 მაეგაშირას წოდების მქონე ქართველი სეკიტორის წინააღმდეგ აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირა კოტოშოგიკუ დადგა, რომელთანაც ჩვენებურს გამოკვეთილად უარყოფითი ბალანსი გააჩნდა: 10 მოგება, 25 მარცხი.

საბედნიეროდ, ამჯერად, ყველაფერი ლევანისდა სასარგებლოდ წარიმართა. მართალია, ტოჩინოშინს ვადამდელი სტარტი ერთბაშად 2-ჯერ დაუფიქსირეს, მას კონცენტრაცია არ დაუკარგავს და იაპონელი უვატენაგეთი დაამარცხა. ჩვენებურმა მოწინააღმდეგე დოჰიოს კიდესთან მიიმწყვდია და როდესაც კოტოშოგიკიმ მოძრაობა ცენტრისკენ გააკეთა, ის მიწისკენ დაიქნია.

ქართველი სეკიტორი წარმატებული სვლის გაგრძელებას შაბათს ეცდება, როდესაც დასავლეთის მე-16 მაეგაშირას წოდების მქონე კოტოეკოს გაეჯიბრება. ამ უკანასკნელს საზაფხულო სუპერტურნირზე ასევე 4 მოგება აქვს, ტოჩინოშინთან ძალებს კი კარიერაში პირველად მოსინჯავს.

კომენტარები

ბოლო ამბები