Thumbnail

ჩხუბი დაგეგმილია, მეტოქეც ცნობილია - მაიკ ტაისონი რინგზე ბრუნდება

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ძალიან მაგარი ამბავი კრივის მოყვარულთათვის
  • მაიკ ტაისონი და როი ჯონსი 12 სექტემბერს იჩხუბებენ

გუშინ ვწერდით, რომ ეს რეალური იყო, ახლა კი უკვე გადაწყვეტილია!

მაიკ ტაისონი რინგზე ბრუნდება! კევინ ლოულის (Yahoo Sports) ინფორმაციით, კრივის ლეგენდა კალიფორნიაში 12 სექტემბერს იჩხუბებს. მისი მეტოქე კი, როგორც მოსალოდნელი იყო, როი ჯონს-უმცროსი იქნება. დაგეგმილია საჩვენებელი, მინიმუმ 8-რაუნდიანი ჩხუბი.

California State Athletic Commission-ის დირექტორმა ენდი ფოსტერმა Yahoo Sports-ს დაუდასტურა, რომ ტაისონმა ეს დღე დაჯავშნა და რომ რამდენიმე დღის წინ, ფოსტერმა, ტაისონმა და ჯონსმა Zoom-ში ისაუბრეს.

წაიკითხე ხულიგანი, რომელიც ვერ გახდა მეფე - რკინის მაიკის ტრაგედია

ცნობები იმის შესახებ, რომ 54 წლის ტაისონი რინგზე დაბრუნებას აპირებდა, მიმდინარე მაისის დასაწყისში გაჩნდა. მაიკმა ვარჯიშის ვიდეო გაავრცელა, სადაც ამის შესახებ ისაუბრა. ტაისონმა, რომელიც ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი იყო მძიმე წონაში, პროფესიონალურ კარიერაში 56 ბრძოლა ჩაატარა. მან 44 მეტოქე ნოკაუტში გაუშვა, ხოლო საერთო ჯამში 50 მოგება დააგროვა. “რკინის მაიკი” რინგს 2005 წელს დაემშვიდობა, როდესაც ზედიზედ შედარებით სუსტ მოკრივეებთან დამარცხდა - ბოლოს კევინ მაკბრაიდთან წააგო. 51 წლის ჯონსმა, რომელიც 4 სხვადასხვა წონით კატეგორიაში იყო ჩემპიონი, ბოლოს 2018 წლის 8 თებერვალს იჩხუბა.

კომენტარები

ბოლო ამბები