Thumbnail

ქალთა 77-ე ეროვნული ჩემპიონატი | ხოტენაშვილი ერთპიროვნული ლიდერია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ჭადრაკის სასახლეში ქალთა 77-ე ეროვნული ჩემპიონატი გრძელდება
  • მესამე ტურის პარტიების შემდეგ ტურნირს ლიდერი ჰყავს

ჭადრაკის სასახლეში გრძელდება 77-ე ეროვნული ჩემპიონატი ქალთა შორის. დღეიდან ტურნირს ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს - ბელა ხოტენაშვილი...

მესამე ტურში ხოტენაშვილმა შავი ფიგურებით ელენე წოწონავა დაამარცხა. ხოტენაშვილს სამი შესაძლებელიდან 2.5 ქულა აქვს და ნახევარი ქულით უსწრებს გვეტაძე, ხომერიკი, მელია, არაბიძის კვარტეტს. 

III ტური 

წოწონავა 0:1 ხოტენაშვილი
გვეტაძე 1:0 ვახანია
ხუხაშვილი 1:0 ხომერიკი
ბაციაშვილი 0:1 მელია
ჯავახიშვილი 0.5:0.5 არაბიძე

IV ტური

ხოტენაშვილი V არაბიძე 
მელია V ჯავახიშვილი
ხომერიკი V ბაციაშვილი
ვახანია V ხუხაშვილი
წოწონავა V გვეტაძე

ჩემპიონატი დებულებით, 20-30 მარტს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ პანდემიის გამო ორჯერ გადაიდო. ჩემპიონატის საპრიზო ფონდია 30.600 ლარი. გამარჯვებულს 10.000 ლარი გადაეცემა. 

კომენტარები

ბოლო ამბები