Thumbnail

ყაზანის რუბინის 19 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ, შესაძლოა, კარიერა მოსკოვის სპარტაკში გააგრძელოს. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას რუსი კომენტატორი კონსტანტინ გენიჩი ავრცელებს, რომლის თქმითაც საქმეში სპარტაკელთა ქართული ფესვების მქონე მცველი გიორგი ჯიქიაა ჩართული. აი, რა დაწეეა გენიჩმა ტვიტერის გვერდზე:

“ინსაიდერი არ ვარ, თუმცა, საკმაოდ საიმედო წყაროსგან ვიცი, რომ გუშინდელი მატჩის წინ ჯიქია სპარტაკში გადასვლის თემაზე ხვიჩას “ამუშავებდა”. ცხადია, მან ხელმძღვანელობასთან გადაამისამართა, თუმცა, თითქოს წინააღმდეგი არ ყოფილა. კარგი ტრანსფერი იქნება?”.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია რუბინში 2019 წლის ზაფხულში აღმოჩნდა. ქართველმა სეზონში 27 მატჩში 3 გოლი გაიტანა, 4-ჯერ კი საგოლე პასი მიითვალა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი პოსტკორონავირუსული პერიოდი გამოდგა, რადგან ხვიჩას შეჩერება მოწინააღმდეგეებს ძალიან უჭირდათ. ბოლო 6 მატჩიდან ხუთში ის საუკეთესოდაც დაასახელეს.

კომენტარები

ბოლო ამბები