Thumbnail
  • ქართველი ცენტრი მონტენეგროული კლუბის ღირსებას 2018-19 წლებში იცავდა
  • ის ბუდუჩნოსტის ქომაგების საყვარელ კალათბურთელად მოკლე დროში იქცა

21 წლის ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე იმ სამ კალათბურთელს შორის მოხვდა, რომლის დაბრუნებაზეც მონტენეგროს წარმომადგენელი ბუდუჩნოსტის ქომაგები ოცნებობენ.

გულშემატკივრებს შორის გამოკითხვა სახელოდებით “დაბრუნდი სახლში” ადრიატიკის ლიგამ ჩაატარა. პოდგორიცელებმა პირველ ადგილზე სწორედ ბითაძე დაასახელეს, მის გარდა კი, არჩევანი ნორის კოულსა და ჰასან მარტინზე შეაჩერეს.

შეგახსენებთ, რომ გოგა ბუდუჩნოსტის ღირსებას 2018-19 წლების სეზონში იცავდა და მიუხედავად იმისა, რომ მონტენეგროს საუკეთესო გუნდში დიდი დრო არ გაუტარებია, ადგილობრივი ფანების დიდი სიყვარული მოიპოვა. მათ ქართველ ლეგიონერს სიმღერაც კი მიუძღვნეს.

გოგა ბითაძე და ნორის კოული

სწორედ ბუდუჩნოსტის მაისურით გახდა ბითაძე ადრიატიკის ლიგის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) და ევროლიგის ამომავალი ვარსკვლავის ტიტულის მფლობელი.

ამჟამად, გოგა ინდიანა პეისერსთან ერთად ორლანდოში იმყოფება და NBA-ს სეზონის რესტარტისთვის ემზადება, თუმცა, მცირე ტრავმა აწუხებს და სავარაუდოა, რომ საკონტროლო მატჩების გამოტოვება მოუწევს.

კომენტარები

ბოლო ამბები