Thumbnail

ტოჩინოშინის ეფექტური გამარჯვება - ქართველმა მე-3 ბრძოლა მოიგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • 32 წლის ლევან გორგაძემ მე-3 ბრძოლა ცუკიოტოშით მოიგო
  • ტოჩინოშინს ივლისის ბაშოზე დადებითი ბალანსი აქვს

ტოკიოში დაწყებულ ივლისის ბაშოზე მესამედ მოიგო ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ. მისი მეტოქე აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირა სადანოუმი იყო, რომელიც ლევანმა კარიერაში მეხუთედ დაამარცხა.

მძიმე შეჯახების შემდეგ, ქართველმა სუმოისტმა მეტოქე დოჰიოდან მოხერხებულად გადააგდო და ბაშოზე ისევ დადებითი ბალანსი აქვს - 3 მოგება და 2 მარცხი.

ჯერჯერობით ივლისის ბაშოზე წაუგებლად 5 სუმოისტი ასპარეზობს: კოტოშოჰო, ასანოიამა, მიოგირიუ, მიტაკეუმი და ჰაკუჰო.

კომენტარები

ბოლო ამბები