Thumbnail

'მეორე ადგილი წაგებულებში პირველია' - კონტე იმედგაცრუებულია

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ანტონიო კონტეს ინტერმა სკუდეტოს მოგების შანსი დაკარგა
  • იტალიელი მწვრთნელის აზრით, მის გუნდს მკვლელის ინსტიქტი არ აქვს

ინტერის მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ფიორენტინასთან მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მის გუნდს მკვლელის ინსტიქტი არ აქვს. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მისთვის მეორე ადგილი არაფერს წარმოადგენს, რადგან ისტორიას მხოლოდ ჩემპიონები წერენ.

„ქულებს ვკარგავთ, რადგან ბევრი ნაკლი გვაქვს. ვცდილობთ, ვიმუშაოთ მენტალიტეტზე, მკვლელის ინსტიქტი უნდა გვქონდეს თუ გაგვაჩნია ამბიცია, რომ რაიმე მნიშვნელოვანი ტიტულისთის ვიბრძოლოთ. მეორე ადგილი ნიშნავს, რომ პირველი ხარ დამარცხებულებს შორის. მესმის, რომ არიან ისეთებიც, ვინც ამით შეიძლება კმაყოფილი იყოს, მაგრამ ჩემთვის მეორე ადგილი არაფერს ნიშნავს. ისტორიას მხოლოდ გამარჯვებული წერს, დანარჩენები ამ ისტორიას კითხულობენ,“ - განაცხადა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი, ინტერი“ 73 ქულით მე-3 ადგილზეა. დღეს 35-ე ტურში იუვენტუსი უდინეზეს დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონის ტიტულს ოფიციალურად მოიპოვებს.

 

 

კომენტარები

ბოლო ამბები