Thumbnail

მსოფლიო რაგბის აღმასრულებელი კომიტეტი რეკომენდაციას უწევს 2020 წლის COVID-19 საერთაშორისო კალენდარს...

მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული რეალობის გათვალისწინებით, მსოფლიო რაგბის ორგანიზაცია რეკომენდაციას უწევს საერთაშორისო ფანჯრის დროებით გაზრდას - 24 ოქტომბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით. 

"ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ოქტომბრის ბოლოს წლევანდელი ექვსი ერის გადადებული მატჩები გაიმართება, როგორც ქალთა, ასევე ვაჟთა შორის. 7 და 8 ნოემბერს საერთაშორისო კალენდარში შესვენება გამოცხადდეს, ხოლო 14 ნოემბრიდან მოყოლებული 5 დეკემბრის ჩათვლით, გაიმართოს ტურნირი ექვსი ერისა და მიწვეული ერების მონაწილეობით".

რაგბი ჩემპიონშიპი სამხრეთ ნახევარსფეროს ერთ ქვეყანაში 6 კვირიან პერიოდში ჩატარდება 7 ნოემბრიდან 12 დეკემბრის ჩათვლით. ეს ყველაფერი 30 ივლისს მსოფლიო რაგბის საბჭომ უნდა დაამტკიცოს.

როგორც ხედავთ, ექსპერიმენტული ექვსი ერის შესახებ უკვე ოფიციალური ორგანიზაცია წერს. ასე რომ, დიდი ალბათობით, 14 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით ჩრდილოეთ ნახევარსფეროში 8 ერის პირველობა ნამდვილად გაიმართება. თითოეული ნაკრები 3-3 შეხვედრას გამართავს ჯგუფში, 5 დეკემბერს კი ფინალური დაპირისპირება გაიმართება, ჯგუფებში პირველ ადგილზე გასულ ნაკრებებს შორის. 

სარაგბო მედიის მტკიცებით, ექვსი ერი ამ ტურნირზე 2 ნაკრებს მიიწვევს, კანდიდატი კი სამია: საქართველო, ფიჯი და იაპონია. თუმცა irishexaminer.com ფიჯის გამორიცხავს. ამ გამოცემის მიხედვითაც, სამი კანდიდატია: საქართველო, იაპონია და აშშ.  

კომენტარები

ბოლო ამბები