Thumbnail

ლუცერნს ოთარ კაკაბაძე აღარ სჭირდება? შვეიცარიული მედია მცველის მომავალზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

საქართველოს ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველის ოთარ კაკაბაძის ლუცერნში პერსპექტივაზე, შვეიცარიული zentralplus წერს. საიტი გუნდის მთავარი მწვრთნელის ფაბიო ჩელესტინის სამომავლო გეგმებს მიმოიხილავს და აღნიშნავს, რომ საეჭვოა, 25 წლის ქართველი მცველისა და კლუბის თანამშრომლობა გახანგრძლივდეს.

ოთარ კაკაბაძე შვეიცარიაში ესპანური ხიმნასტიკიდან 2018 წლის ზაფხულში გადაბარგდა და მის ღირსებას მეორე სეზონია იცავს. კაკაბაძემ შვეიცარიის მიმდინარე სუპერლიგაში 17 მატჩში ითამაშა და 2 საგოლე პასი მიითვალა, მისი ლუცერნი კი, ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე, ცხრილში მე-5 პოზიციაზეა და ევროზონას 4 ქულით ჩამორჩება. 

"საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს ლუცერნთან კონტრაქტი ჯერ კიდევ აკავშირებს, რომელიც 2021 წლის ზაფხულამდე მოქმედებს. დღევანდელი მდგომარეობით კი, არ არსებობს გონივრული მიზეზი ხელშეკრულების გასახანგრძლივებლად. მართალია, ოთარ კაკაბაძე მრავალმხრივია, მაგრამ მისი შესაძლებლობები შეტევაშიც და დაცვაშიც ლიმიტირებულია. და ის არც ტექნიკურად გამოირჩევა", - წერს საიტი.

ფაბიო ჩელესტინი ლუცერნში ცვლილებებს გეგმავს

ლუცერნი შვეიცარიის სუპერლიგაში მომდევნო მატჩს 22 ივლისს, შინ სიონთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები