Thumbnail

ოლიმპიადაც უმაყურებლოდ? გამორიცხული არც თამაშების სულ გაუქმებაა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ტოკიო 2020-ის საორგანიზაციო კომიტეტში პროგნოზს ისევ ვერ აკეთებენ
  • როგორ და რა ვითარებაში შეიძლება ჩატარდეს გადადებული ოლიმპიადა  

ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი ერთი წლით გადადებული თამაშების უმაყურებლოდ ჩატარებას ან მის სულაც გაუქმებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა იოშირო მორიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ტოკიოს ოლიმპიადა პირველია თამაშების ისტორიაში, რომელიც თავდაპირველად დათქმულ ვადებში არ გაიმართება. ტოკიოში ზაფხულის ოლიმპიადა წელს, 24 ივლისს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა და თამაშების ორგანიზატორებმა მისი ერთი წლით გადადების გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადეს. ამჟამინდელი გეგმის თანახმად, თამაშები 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით უნდა გაიმართოს.

იოშირო მორი თამაშების სულ გაუქმებას არ გამორიცხავს

"თამაშების ჩასატარებლად უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ის არის, თუ რამდენად დარეგულირდება ვითარება კორონავირუსთან დაკავშირებით, - აცხადებს იოშირო მორი. - უფრო კონკრეტულად კი, ეს დამოკიდებულია იმაზე, დამზადდება თუ არა ვაქცინა ან წამალი. 

შევძლებთ თუ არა თამაშების მასპინძლობას ამჟამინდელ ვითარებაში? თუკი ყველაფერი ისე დარჩა, როგორც არის, ვერა. თუმცა, მე პირადად ვერ წარმომიდგენია, რომ ეს სიტუაცია კიდევ ერთი წლით შენარჩუნდეს.

თამაშების უმაყურებლოდ ჩატარება? თუკი სხვა გამოსაალი არ იქნება, მოგვიწევს ამ ვარიანტზე მსჯელობა. ამ შემთხვევაში გამორიცხული არც თამაშების გაუქმებაა.

ოლიმპიადაზე მაყურებლების შეზღუდული რაოდენობით დასწრების შესაძლებლობას საფუძველი უნდა ჰქონდეს. მაგალითად, შესაძლებელია თამაშებზე მხოლოდ იაპონიის მაცხოვრებლები დაიშვან".

მსოფლიო კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლას აგრძელებს

ცოტა ხნის წინ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა განაცხადა, რომ თუ თამაშების გამართვა ვერც 2021 წლის ივლის-აგვისტოში მოხერხდება, ის სულ გაუქმდება. ორგანიზაციის წარმომადგენლის ჯონ კოატესის თქმით კი, ტოკიოს თამაშების ბედი ოქტომბერში გადაწყდება.

კომენტარები

ბოლო ამბები