Thumbnail
  • ფრენკ ლამპარდი კეპა არისაბალაგას თამაშით უკმაყოფილოა
  • თუკი ტერ შტეგენის ტრანსფერი არ შედგა, რიგში იან ობლაკია

ლონდონის ჩელსი მომავალი სეზონისთვის სერიოზულად ძლიერდება. "არისტოკრატებმა" ჰაკიმ ზიეხი და ტიმო ვერნერი უკვე დაიმატეს და აქტიურად მუშაობენ კაი ჰავერტცის ტრანსფერზეც. შეტევითი პოტენციალის გაძლიერების გარდა, ინგლისური კლუბი დაცვის გაუმჯობესებასაც აპირებს. უცხოურ მედიაში უკვე გავრცელდა ცნობები, რომ ჩელსი მეკარის დამატებას ცდილობს.

ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობა კეპა არიზაბალაგას თამაშით უკმაყოფილოა და როგორც Mundo Deportivo იუწყება, მის შემცვლელად ბარსელონას მეკარის მარკ-ანდრე ტერ შტეგენის მიყვანა სურს. ინგლისელები მზად არიან ტრანსფერში თავად არიზაბალაგაც ჩართონ და იგი უკან ესპანეთში დააბრუნონ.

ტერ შტეგენი ბარსელონაში 2014 წელს მიონხენგლადბახის ბორუსიადან გადაბარგდა და ამ დროის განმავლობაში კატალონიურ კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგისა და 4 ლა ლიგის მოგება შეძლო. 28 წლის მეკარეს ბარსასთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და თუკი მისი გადაბირება არ მოხერხდა, მაშინ ფრენკ ლამპარდის გუნდი მადრიდის ატლეტიკოდან იან ობლაკის ტრანსფერზე გადაერთვება. 

ლამპარდის სადებიუტო სეზონი ლონდონის ჩელსის მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე პოზიტიურად შეგვიძლია შევაფასოთ. ინგლისელი სპეციალისტის გაწვრთნილი გუნდი ასოციაციის თასის ფინალშია გასული. ამას გარდა, შანსი აქვს პრემიერლიგა ოთხეულში დაასრულოს და მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები