Thumbnail
  • ლაშა შავდათუაშვილი V ფრიდონ გიგანი.
  • ორი მედალი - 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში.

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში თბილისის გრან პრი გრძელდება. პირველი წარმატებული დღის შემდეგ, ქართველმა ძიუდოისტებმა კიდევ ორი მედალი მოიპოვეს. 73 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალში ერთმანეთს ლაშა შავდათუაშვილი და ფრიდონ გიგანი შეხვდნენ.

გიგანმა გაფრთხილება პირველივე წუთზე მიიღო, შავდათუაშვილმა კი პირველივე წუთზე აუღო მეტოქეს ვაზარი. ორი ოლიმპიური მედლის მფლობელმა ძიუდოისტმა გიგანს წუთსა და 49 წამში მოუგო დაპირისპირება. გიგანმა სამი გაფრთხილება მიიღო და ოქროს მედალი ლაშა შავდათუაშვილს დარჩა.

აღსანიშნავია, რომ ორივე ძიუდოისტმა ფინალამდე ბრწყინვალედ იასპარეზა. შავდათუაშვილმა ფინალამდე ოთხი ბრძოლა მოიგო და ფინალშიც დამაჯერებლად გამოიყურებოდა.

ლაშა შავდათუაშვილმა თბილისის გრან პრიზე ოქრო პირველად მოიგო. მანამდე მას ამ ტურნირში ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი ჰქონდა მოგებული.

თბილისის გრან პრის მეორე საშეჯიბრო დღის სხვა შედეგები:

► თამაზ კირაკოზაშვილის ლამაზი ილეთი ფინალში და ოქროს მედალი თბილისი გრან პრიზე

► 17 წლის მარიამ ჭანტურიამ თბილისის გრან პრიზე ბრინჯაო მოიგო - ქალთა ძიუდოს იმედი

კომენტარები

ბოლო ამბები