Thumbnail

ტოჩინოშინის მე-2 გამარჯვება - ქართველი სუმოისტი თანაბარ ბალანსზეა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ლევან გორგაძემ იაპონელი მეტოქე ჰატაკიკომით დაამარცხა
  • ტოჩინოშინის მაჩვენებელი 2 მოგება და 2 მარცხია

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა ტოკიოში მიმდინარე ივლისის ბაშოს მე-4 დღეს გამარჯვება იზეიმა და თანაბარ ბალანსზე გავიდა. ახლა, მისი მაჩვენებელი 2 მოგება და 2 მარცხია.

ტოჩინოშინმა მორიგი ორთაბრძოლა აღმოსავლეთის მე-16 მაეგაშირა ნიშიკიგისთან ჩაატარა და ჰატაკიკომით იმარჯვა. ქართველმა სუმოისტმა მოგებას რამდენიმე წამი დაახარჯა: სასტარტო შეჯახების შემდეგ, მეტოქეს დოჰიოსკენ დაქაჩა და იაპონელმა წონასწორობის შენარჩუნება ვერ მოახერხა.

ხვალ, ივლისის ბაშოს მე-5 დღეს, ქართველი სუმოისტის პირისპირ აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირა სადანოუმი დადგება, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში ჩვენებური მცირედით სჯობნის – 4 მოგება, 3 მარცხი. მიმდინარე ტურნირზე სადანოუმის ასევე 2 გამარჯვება აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები