Thumbnail

‘რაც უნდა მოხდეს, პარიზში ვრჩები’ - კილიან მბაპემ გრანდების ბოსებს მიმართა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • კილიან მბაპემ ყველა გრანდს უარი შეუთვალა
  • მსოფლიოს ჩემპიონი პარი სენ-ჟერმენში რჩება

კილიან მბაპემ საკუთარ მომავალზე ისაუბრა და მინიმუმ დროებით მაინც მოუღო ბოლო საუბრებს იმის შესახებ, თუ სად შეიძლება გააგრძელოს კარიერა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონმა.

გლაზგოს სელტიკთან 4:0-ით მოგებული ტესტ-მატჩის შემდეგ, 21 წლის ფორვარდმა აღნიშნა, რომ პარი სენ-ჟერმენში დარჩენა აქვს გადაწყვეტილი. როგორც იცით, მისი გადაბირებით თითქმის ყველა ტოპ-კლუბია დაინტერესებული, ყველაზე მეტად კი - მადრიდის რეალი.

'მინდა, ამ კლუბს დავეხმარო, რომ მსოფლიოში საუკეთესო გახდეს და ტიტულები მოიგოს'

“მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ აქ ვარ. ამ პროექტის ნაწილი ვარ. კიდევ ერთხელ მინდა, ყველა ფუნქციონერისთვის და ფანებისთვის გასაგებად გავიმეორო: მნიშვნელობა არა აქვს, რა მოხდება, პსჟ-ში ვრეჩები. მინდა, ამ კლუბს დავეხმარო ტიტულების მოგებაში და იმაში, რომ მსოფლიოში საუკეთესო გახდეს,” - განაცხადა მბაპემ.

საფრანგეთის ნაკრების გოლეადორმა ამ სეზონში ლიგა 1-ში 18 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. მას პსჟ-სთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

 

კომენტარები

ბოლო ამბები