Thumbnail

2-წლიანი კონტრაქტი - მილანმა რანგნიკს პიოლი არჩია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • იტალიურმა კლუბმა სტეფანო პიოლისთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
  • ხელმძღვანელობა სეზონის ბოლოს მილანში რალფ რანგნიკის მოყვანას გეგმავდა

მილანმა პანდემიის შემდეგ 9 მატჩი გამართა, საიდანაც 7 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა. სტეფანო პიოლის გუნდმა ევროპალიგის საგზური, ფაქტობრივად, გაინაღდა. შესაბამისად, კლუბმა მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება მოისურვა. იტალიელს 2-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს, მას კლუბში 2022 წლამდე დატოვებენ.

''ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ, რომ მილანისგან ასეთი ნდობა მივიღე. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას. ჩვენ ასე თამაში უნდა გავაგრძელოთ, რათა წარმატებას მივაღწიოთ.'', - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

📺 სასუოლო 1:2 მილანი

მილანში სეზონის დასრულების შემდეგ რალფ რანგნიკი უნდა დაენიშნათ, თუმცა ჩატარებული მატჩებიდან გამომდინარე ''როსონერის'' ეს გეგმა ჩაეშალა და კლუბში პიოლი დატოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები