Thumbnail
  • გიორგი პაპუნაშვილს რასინგთან საიჯარო კონტრაქტი დაუსრულდა
  • ქართველი შემტევის სატრანსფერო უფლებები სარაგოსას ხელშია

გიორგი პაპუნაშვილის იჯარა რასინგთან ამოიწურა და კანტაბრიული გუნდი დატოვა. ქართველმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში პირად გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც თავის გულისტკივილი საჯარო გახადა:

გიორგი პაპუნაშვილი: "მოვიდა დრო დაგემშვიდობოთ. სამწუხაროდ, გუნდის დახმარება ვერ მოვახერხე, ძნელია გადმოცემა თქვენთვის და სიტყვების პოვნა, რასაც ვგრძნობ. დიდი იმედებითა და ოცნებებით ჩამოვედი, მაგრამ ადამიანებმა სამწუხაროდ, ეს ვერ დაინახეს და არ დააფასეს.

მათ საკუთარი მიზნები და შეხედულებები ჰქონდათ, როგორც აღმოჩნდა, ამან არ გაამართლა და ჩვენ მარცხი განვიცადეთ. ჩემთვის ეს დიდი გამოცდილება და გამოწვევა იყო. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს თანაგუნდელებს, ისინი საუკეთესოები არიან და უკეთეს იმსახურებენ. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივარს. დარწმუნებული ვარ, ამ რთულ პერიოდს ერთად გადალახავთ და დაბრუნდებით უფრო ძლიერები. წარმატებები!“

გიორგის რასინგში თავის გამოჩენის შანსი პრაქტიკულად არ მისცეს

შეგახსენებთ, რომ გიორგი პაპუნაშვილი რასინგში იჯარით გადავიდა და თავდაპირველად თავის გამოჩენის შანსი ოთხ შეხვედრაში მისცეს. შემდეგ მცირე ტრავმის გამო გაკრვეული პერიოდი გაუცდა. სეზონის რესტარტის შემდეგ კი მიუხედავად იმისა, რომ ყველა მატჩში განაცხადში იმყოფებოდა, მოედანზე გასვლის შესაძლებლობა 1 წუთითაც არ მისცემია. სანტანდერელები კი სეგუნდა დიზიონში ბოლო ადგილზე გავიდნენ და შესაბამისად სეგუნდა B დივიზიონში გავარდნენ.

პაპუნაშვილს კონტრაქტის 2022 წლამდე სარაგოსასთან აქვს გაფორმებული, რომელიც ლა ლიგაში გადასვლელად პლეი-ოფში იბრძვის. ქართველი შემტევი არაგონულ კლუბს დაუბრუნდება, მაგრამ მოსალოდნელია, რომ სატრანსფერო პერიოდში ახალ გუნდში მოუწევს გადასვლა.

კომენტარები

ბოლო ამბები