Thumbnail

ლა ლიგის 11 იმედგაცრუება - გრიზმანი, ფელიქსი და იოვიჩი ანტისიმბოლურში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • Marca-მ ლა ლიგის 2019/20 წლების სეზონის ანტისიმბოლური ნაკრები შეადგინა
  • ამ ფეხბურთელების ტრანსფერებმა მოლოდინი ყველაზე მეტად ვერ გაამართლა

ესპანურმა გამოცემა Marca-მ ესპანეთის ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები იმ ფეხბურთელებისგან შეადგინა, რომელთა გასულ ზაფხულს განხორციელებულმა ტრანსფერებმა მოლოდინი ყველაზე მეტად ვერ გაამართლა. 

ჩამოთვლილ ფეხბურთელებს შორის მოხვდნენ ბარსელონას ფრანგი თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი და მადრიდის რეალის სერბი ფორვარდი ლუკა იოვიჩი, ასევე მადრიდის ატლეტიკოს უძვირფასესი შენაძენი თავის ისტორიაში - პორტუგალიელი ჟოაო ფელიქსი, რომელშიც კლუბმა 126 მილიონი ევრო გადაიხადა.

ლა ლიგის სეზონის ანტისიმბოლური ნაკრები

მეკარე: იასპერ სილესენი (ვალენსია)
მცველები: ტიერი კორეა (ვალენსია), ფერნანდო კალერო (ესპანიოლი), ხუნიორ ფირპო (ბარსელონა)..
ნახევარმცველები: რონი ლოპეში (სევილია), დენის სუარესი (სელტა), მატიას ვარგასი (ესპანიოლი), ჟოაო ფელიქსი (ატლეტიკო).
თავდამსხმელები: ანტუან ბრიზმანი (ბარსელონა), ლუკა იოვიჩი (რეალი), ბორხა იგლესიასი (ბეტისი).

ესპანეთის ჩემპიონი 2019/20 წლების სეზონში მადრიდის რეალი გახდა, რომელმაც 87 ქულა დააგროვა. რეალს 5 ქულით ბარსელონა ჩამორჩა. 70-70 ქულა მადრიდის ატლეტიკომ და სევილიამ დააგროვეს, თუმცა დამატებითი მაჩვენებლებით მესამე პოზიცია მადრიდულმა კლუბმა დაიკავა. ოთხივე გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები