Thumbnail

ახალი კონტრაქტი ერიკ დაიერს - ინგლისელი ტოტენჰემში რჩება

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • ერიკ დაიერი ლონდონურ კლუბში 2014 წელს აღმოჩნდა
  • საყრდენი ნახევარმცველი ტოტენჰემში კიდევ 4 წლით დარჩება

ერიკ დაიერმა ლონდონის ტოტენჰემთან ახალი კონტაქტი გააფორმა. ხელშეკრულების მიხედვით, ინგლისელი “დეზების” რიგებში 2024 წლის ზაფხულამდე დარჩება. საყრდენი ნახევარმცველი, რომელსაც მცველის პოზიციაზეც შეუძლია თამაში, კარიერას ისევ ინგლისში განაგრძობს.

ერიკ დაიერი ტოტენჰემში 2014 წელს სპორტინგიდან აღმოჩნდა. ამ დროის განმავლობაში 26 წლის ფეხბურთლმა სპურსის რიგებში 239 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 11 გოლის გატანა შეძლო. ერიკს 40 მატჩი აქვს ნათამაშები ინგლისის ნაკრებში. იგი ეროვნული გუნდის წევრი იყო 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც.

დაიერს კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში ეწურებოდა. ბევრი მიიჩნევდა, რომ იგი ტოტენჰემთან ახალ ხელშეკრულებას არ დადებდა და კარიერას სხვა გუნდში გააგრძელებდა, თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა.

კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ კომენტარი თავად ფეხბურთელმა გააკეთა. 26 წლის მოთამაშემ განაცხადა, რომ ბედნიერია გადაწყვეტილებით და მიაჩნია, რომ ტოტენჰემი მისთვის ფანტასტიკური ადგილია. 

"ბედნიერი ვარ, რომ კარიერას აქ გავაგრძელებ. სიგიჟეა იმის გაფიქრება, რომ უკვე ექვსი წელია, აქ ვარ. აქ გატარებული დროით ნასიამოვნები ვარ. ეს ფანტასტიკური ადგილია", - აღნიშნა ფეხბურთელმა კლუბის ვებ-გვერდთან.

ერიკ დაიერმა პრემიერლიგის 2019/20 წლების სეზონში 18 შეხვედრა გამართა, სადაც თავი 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.  

კომენტარები

ბოლო ამბები