Thumbnail

ინდიანა პეისერსმა სოციალურ ქსელებში გაავრცელა ვიდეო, სადაც ასახულია, როგორ ულოცავენ გოგა ბითაძეს დაბადების დღეს თანაგუნდელები. ვიდეოში ქართველ ცენტრს ბრაიან ბოუენი უმღერის.

გოგა ბითაძე 20 ივლისს 21 წლის გახდა და მას იუბილე კლუბმაც ორიგინალურად მიულოცა. ინდიანელებმა სოციალურ ქსელში პოსტერი გამოაქვეყნეს, სადაც ბითაძე ქართულად და ინგლისურად წერია, დატანილია საქართველოს დროშა, კალათბურთის ბურთზე კი ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო გერბია გამოსახული.

შეგახსენებთ, რომ პეისერსმა ქართველი ცენტრი გასულ წელს დრაფტზე მე-18 ნომრად აირჩია და სანამ სეზონი პანდემიის გამო შეწყდებოდა, ბითაძის საშუალო მაჩვენებლები ასეთი იყო: 8.4 წუთი, 3.1 ქულა, 2.0 მოხსნა, 0.4 პასი, 0.7 დაფარება.

ახლა, ქართველი კალათბურთელი გუნდთან ერთად ორლანდოში იმყოფება და სეზონის რესტარტისთვის ემზადება, თუმცა, მცირე ტრავმა აწუხებს და შესაძლოა, რამდენიმე თამაშის გამოტოვება მოუხდეს.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ჰიუსტონი
  • ტორონტო
  • ბოსტონი
  • ფილადელფია
  • სხვა

 

კომენტარები

ბოლო ამბები