Thumbnail

დიდი 10 - აიამ არმია გაანადგურა და დიდი 10-ის რეკორდი დაამყარა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • აია 79:0 არმია.
  • 13 ლელო არმიას ჩათვლის მოედანში და 7 გარდასახვა.
  • ქუთაისელებმა დიდი 10-ის რეკორდი დაამყარეს.

დიდი 10-ის მე-17 ტური ქუთაისისა აიასა და არმიას დაპირისპირებით გაიხსნა. აია არენაზე შეკრებილმა გულშემატკივარმა საოცარი დაპირისპირება იხილა. ქუთაისურმა კლუბმა მეტოქეს 13 ლელო დაუდო, 7 გარდასახვა გაიტანა და მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით, 79:0 დაამარცხა.

ქუთაისელებმა დიდი 10-ის რეკორდი დაამყარეს. ტურნირის არსებობის ისტორიაში მათ ყველაზე დიდი ანგარიშით მოახერხეს მეტოქის დამარცხება.

ზურაბ ძნელაძემ ყველაზე მეტი ლელო დადო, მან თავი 4-ჯერ გამოიჩინა. ლელოების დადება მოახერხეს: ბადრი დანგაძემ, ნიკა წივწივაძემ, გიორგი ტორაძემ, თემურ თუთბერიძემ, მიხეილ ბაბუნაშვილმა, ჟორა მღებრიშვილმა, თორნიკე მანაგაძემ, დავით ლოსაბერიძემ, არჩილ ღონღაძემ. დავით ლოსაბერიძემ 4 გარდასახვა გაიტანა, ზურა ძნელაძემ სამჯერ დაარტყა ზუსტად.

აიას ათმა მორაგბემ შეძლო ლელოს დადება.

აიამ 66 ქულა დააგროვა. ქუთაისელები ამ ტურში პირველ ადგილს ვეღარ დაკარგავენ. მათსა და ლოკომოტივს შორის სხვაობა 6 ქულაა. ლოკომოტივის მეტოქე მე-17 ტურში კიდევ ერთი ქუთაისური კლუბი, ბაგრატი იქნება.

იხილეთ ვიდეო

აია-ს 13 ლელო | XVII ტური 2017-2018

სეზონის რეკორდი | აია-ს 13 ლელო 😲 🏉 მე-17 ტურის პირველ მატჩში ქუთაისის #აიამ აია არენაზე #არმიას უმასპინძლა და დიდი 10-ის არსებობის ისტორიაში ჯერ-ჯერობით სარეკორდი ანგარიშით, 79-0 გაიმარჯვა 🎥 რაგბი TV/Rugby TV

Posted by ლიდერბეთი დიდი 10 • Leaderbet Didi 10 on პარასკევი, 30 მარტი, 2018

კომენტარები

ბოლო ამბები