Thumbnail
  • 📅 20 ივლისი | ⌚ 23:45 | ⚽ იუვენტუსი V ლაციო
  • 5 ტურია, იუვენტუსი კარს მშრალად ვერ ინახავს
  • ლაციოს ბოლო 4 ტურში 3 თამაში რომ მოეგო, ლიდერი იქნებოდა
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

იტალიის ჩემპიონატის 34-ე ტურის ცენტრალური მატჩი დღეს, ტურინში გაიმართება: იუვენტუსი ლაციოს უმასპინძლებს. რომ არა ლაციოს ჩავარდნა, ეს მატჩი გაცილებით უფრო დამაინტრიგებელი იქნებოდა - ამ შეხვედრას ჰქონდა იმის პოტენციალი, რომ ფაქტობრივად სეზონის ფინალი ყოფილიყო.

საქმე ისაა, რომ იუვენტუსი 3 ტურია, ვეღარ იგებს და ქულებს კარგავს, მაგრამ ლაციოც ვეღარ იგებს და უფრო მეტი ქულა დაკარგა - სიმონე ინძაგის გუნდმა ბოლო 4 თამაშიდან 3 წააგო და 1 ფრედ დაასრულა. ამ ოთხიდან ლაციოს 3 თამაშიც რომ მოეგო, ახლა ცხრილში იუვენტუსზე წინ, პირველ ადგილზე იქნებოდა. მიუხედავად ამისა, ტურინელთა და რომაელთა დუელი ძალიან საინტერესოა და დაძაბული მატჩი უნდა გამოვიდეს.

ლაციოს კრიზისით ბერგამოს ატალანტამ და მილანის ინტერმა ისარგებლეს - ცხრილში იუვესთან ყველაზე ახლოს ახლა ინტერია, რომელიც ტურინულ გრანდს 5 ქულით ჩამორჩება, ატალანტა კი - 6 ქულით. იუვენტუსისა და ლაციოს თამაშით 34-ე ტური დამთავრდება და სეზონის დასრულებამდე 4 ტური (მაქსიმუმ 12 ქულა) დარჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ არის თეორიული შანსი, რომ იუვემ ჩემპიონობა მაინც დაკარგოს.

საინტერესო ფაქტები

⚽ იუვენტუსს უკვე სამმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და ამ სამივე თამაშში ორივე გუნდმა მინიმუმ 2-2 გოლი გაიტანა.

⚽ უკვე 5 თამაშია, რაც იუვენტუსს კარი მშრალად არ შეუნახავს. 

⚽ იუვეს ბოლო 5 თამაშში მინიმუმ 4 გოლი გადიოდა და ამ 5 მატჩში ტურინელებმა 14 გატანილი გოლიდან 10 მეორე ტაიმში გაიტანეს.

⚽ იუვენტუსს იტალიის მიმდინარე ჩემპიონატში საკუთარ მოედანზე წაგება არ აქვს (14 მოგება, 2 ფრე).

⚽ სეზონის რესტარტის შემდეგ, ტურინელთა ყველა საშინაო მატჩში 3,5-ზე მეტი გოლი გავიდა. 

⚽ იუვემ ამ სეზონში შინ ყველა თამაშში გაიტანა, საშინაო მატჩების 94 პროცენტში კი 1,5-ზე მეტი გოლი შეაგდო.

⚽ რომის ლაციომ ბოლო 4 თამაშიდან 3 წააგო და ამ პერიოდში მხოლოდ 2 გოლი გაიტანა. 

⚽ ლაციომ ბოლო 4 გასვლითი მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო.

⚽ კრიშტიანო რონალდომ რესტარტის შემდეგ 7 თამაშში 7 გოლი გაიტანა და აქედან 6 მეორე ტაიმში.

⚽ ლაციოს გოლეადორი ჩირო იმობილე რონალდოს ბომბარდირთა დავაში 1 გოლით უსწრებს. ამ მატჩამდე იმობილეს 29 გოლი აქვს, კრიშტიანოს - 28.

⚽ ლაციოს ბოლო 16 საგარეო მატჩიდან 15-ში, პირველ ტაიმში მინიმუმ 1 გოლი მაინც გადიოდა.

⚽ იუვენტუსის ბოლო 5 მატჩში მინიმუმ 5 ყვითელი ბარათი ფიქსირდებოდა.

⚽ იუვენტუსისა და ლაციოს ბოლო 7 დაპირისპირებიდან 5-ში ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ ბოლო 10 საშინაო მატჩში იუვეს მინიმუმ 2-2 გოლი გაჰქონდა.

სავარაუდო შემადგენლობები

იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი - კუადრადო, ბონუჩი, დე ლიხტი, ალექს სანდრო - ბენტანკური, პიანიჩი, რაბიო - დუგლას კოშტა, დიბალა, რონალდო.
ტრავმა: ხედირა, დე შილიო, დემირალი
დისკვალიფიკაცია: ბერნარდესკი

ლაციო (3-5-2): სტრაკოშა - ფელიპე, აჩერბი, რადუ - ლაცარი, მილინკოვიჩ-სავიჩი, პაროლო, ლუის ალბერო, ჯონი - კაისედო, იმობილე.
ტრავმა: ლულიჩი, კორეა, მარუშიჩი, ლეივა
დისკვალიფიკაცია: პატრიჩი

კომენტარები

ბოლო ამბები