Thumbnail
  • მაკგრეგორმა დასვენების ვიდეო გადაიღო - კოკტეილი, მარიხუანა და პლაჟი
  • როგორც ჩანს, ირლანდიელი შერეულ ბრძოლებში დაბრუნებას აღარ აპირებს
  • ნეიტ და ნიკ დიასებმა კონორს ვიდეოს გამო დაცინეს

ამჯერად ისე ჩანს, რომ კონორ მაკგრეგორის შერეული ბრძოლებიდან წასვლა სერიოზული ამბავია. კონორი ყველაფრით, მათ შორის, თავისი ცხოვრების წესით გამოხატავს, რომ ბრძოლები მას აღარ ადარდებს. ირლანდიელის ნახვა ყველაზე ხშირად დასვენების და გართობის პროცესში შეიძლება.

მაკგრეგორი არცთუ ფხიზლად უნდა ცხოვრობდეს - ალკოჰოლისადმი მის სიყვარულს მარიხუანაც დაემატა. 

ბოლო ვიდეოში ჩანს, რომ ირლანდიელი პლაჟზე წევს, როგორც ჩანს, მარიხუანას ეწევა, მის მცველს სანთებელა მოაქვს, მაგიდაზე კი კოქტეილის ორი ჭიქა დევს, რომლიდანაც ერთი უკვე ცარიელია. ამ ყველაფერს კონორი ცნობილი სიმღერის - Mo Money, Mo Problems ფონზე აკეთებს, რომელსაც რეპერები Notorious B.I.G, Mase და Puff Daddy ასრულებენ.

კონორის აქტივობა სოციალურ ქსელებში ყურადღების მიღმა არ დარჩენიათ მის ყოფილ მეტოქეებს. ნეიტ და ნიკ დიასებმა ირლანდიელს დაცინეს, ხოლო უფროსმა ძმამ, ნიკ დიასმა ასეთი კომენტარიც გააკეთა: "ეს ბრიყვი მარიხუანას საერთოდ არ ეწევა".

ნეიტ დიასმა და კონორმა ორჯერ იჩხუბეს. პირველ ბრძოლაში დიასმა გაიმარჯვა, მეორეში - მაკგრეგორმა. კონორის დაბრუნების შემთხვევაში, დიასთან მესამე ბრძოლა ერთ-ერთ რეალისტურ ვარიანტად განიხილება.

კომენტარები

ბოლო ამბები